კონტრაქტის ორი წლით გაგრძელების შესახებ 3 მაისს "ბაიერნის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ახლა რობენი გერმანულ გრანდთან 2015 წლის 30 მაისამდეა დაკავშირებული.
რობენი "ბაიერნის" მოთამაშე 2009 წლის აგვისტოში გახდა. გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა 23 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.