დღევანდელი – შვაინი, ყველა დროის – კაიზერ ფრანცი

AutoSharing Option
დორტმუნდში მდებარე საბაზრო კვლევების ინსტიტუტმა სპორტული სიახლეების სააგენტო SID-ის დაკვეთით ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა და დაადგინა, რომ გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი ბუნდესნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერია. "შვაინიმ" გამოკითხულთა ხმების 19,5% მიიღო.

ამრიგად, ბასტიანის პოპულარობამ გერმანიის ნაკრების კაპიტანი მიხაელ ბალაკი დაჩრდილა, ვინც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირი ტრავმების გამო "ლევერკუზენის" შუახაზელი წლეულს მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა, მას საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად რესპონდენტთა 13,2% მიიჩნევს. ტოპ-ათეულში მესამე და მეოთხე ადგილებზე ფილიპ ლამი (12,5%) და ტომას მიულერი (12,1) განლაგდნენ. აღსანიშნავია,
რომ ეს წყვილიც "ბაიერნის" ღირსებას იცავს.

იგივე გამოკითხვის მონაწილეებს მეორე კითხვაზეც მოუხდათ პასუხის გაცემა: "ვინ მიგაჩნიათ გერმანული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ?" ასეთად გერმანელები კვლავაც ფრანც ბეკენბაუერს მიიჩნევენ. "კაიზერ ფრანცმა" ხმების 33,3% მიიღო. მეორე ადგილზე კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელია – უვე ზეელერი (13,3%).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული