ფეხბურთში ცრურწმენები ხშირია და ერთ-ერთის მიხედვით, მოედანზე გასვლისას ფეხბურთელები ტიტულს არ უნდა მიეკარონ, რადგან ეს ცუდის ნიშანია.
უკრაინელმა ფეხბურთელმა კი ამის შესახებ ან არ იცოდა ან დაავიწყდა. მოედანზე გასვლისას ის ჩემპიონთა ლიგის თასს შეეხო.
"ბაიერნმა" პენალტების სერიაში წააგო, ხოლო ფანებმა მარცხში ტიმოშჩუკი დაადანაშაულეს.