კიდევ ერთი პოლონელი "დორტმუნდში"?

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონსა და თასის მფლობელ დორტმუნდის "ბორუსიას" სამი პოლონელი ფეხბურთელი ჰყავს და დიდია იმის შანსი, რომ მალე მეოთხეც გადაიბიროს: გერმანული პრესის ცნობით, დორტმუნდელები პოლონური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეულ უნიჭიერეს ფეხბურთელს, 19 წლის რაფალ ვოლსკის უმიზნებენ.

"ბილდის" ინფორმაციით, "ბორუსიას" ვოლსკი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზებს და ვარშავის "ლეგიას" საკუთრებაა, ახლავე სურს. ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც წერენ, რომ "ლეგია" ვოლსკის 4.5 მილიონ ევროდ აფასებს.

ახალგაზრდა პოლონელით "დოტმუნდის" დაინტერესება კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმაც დაადასტურა. გუშინ კი ფეხბურთელის მრჩეველმა "ბილდს" განუცხადა, უკვე დიდი ხანია,
"ბორუსიასთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რაფალს ბუნდესლიგაში გადასვლა ძალიან უნდაო.

19 წლის ვოლსკი პოლონეთში უდიდეს ტალანტად მიიჩნევა - ნაკრების მთავარ მწვრთნელ ფრანტიშეკ ჟმუდას ევროპის ჩემპიონატზე სხვებთან ერთად, მისი იმედიც აქვს. "ბილდის" ცნობით, ვოლსკი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ივნისის ბოლომდე მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული