მიუნხენის "ბაიერნმა" 18 წლის კიოლნელი იყიდა

AutoSharing Option
31 მაისს "ბაიერნმა" კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი შეიძინა: რეკორდმაისტერმა "კიოლნის" 18 წლის ნიჭიერი მოთამაშე მიტჩელ ვაიზერი გადაიბირა.

"ბილდის" ინფორმაციით, ბავარიელებმა კიოლნელებს ნახევარი მილიონი ევრო გადაუხადეს და ფეხბურთელს კონტრაქტი 2015 წლამდე გაუფორმეს.

ვაიზერი გარემარბია და შეუძლია, როგორც ფლანგის მცველის, ისე ფლანგის ნახევარმცველის პოზიციებზე თამაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული