რაული გელზენკირხენში მაინც ბედნიერია

AutoSharing Option
რაულ გონსალეს ბლანკოს იმედი ჰქონდა, უფრო სწორად, დარწმუნებული იყო, რომ ბუნდესლიგასთან შეგუება არ გაუჭირდებოდა, მაგრამ რეალობა რადიკალურად სხვანაირია: „რეალიდან“ „შალკეში“ გადასულ ლეგენდარულ თავდამსხმელს ხუთი ტურის შემდეგ გოლების გრაფაში ჯერაც ნული უწერია. ეს კი 34 წლის რაულისთვის წესით, უკმაყოფილების საბაბი უნდა იყოს. საქმე მხოლოდ გოლებშიც არაა - რაული არაეფექტურად გამოიყურება. თუმცა „ხუმარების“ დამრიგებელი ფელიქს მაგათი მუდმივად იმეორებს, გონსალეს ბლანკოს შესაძლებლობებში ასი პროცენტით დარწმუნებული ვარო.


მიუხედავად იმისა, რომ „შალკე“ 5 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზეა, ვეტერან ესპანელ გოლეადორს სჯერა, რომ გელზენკირხენულ კლუბს უდიდესი

პოტენციალი აქვს და რომ ამ პოტენციალის გამოყენება მხოლოდ დროის ამბავია.


„არ ველოდი, თუ „შალკეს“ ასეთი გენიალური გუნდი ეყოლებოდა, - განუცხადა „რაულმა“ მშობლიურ გამოცემა AS-ს, - მართალია, ჯერ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე ვართ და იმის ნაცვლად, რომ საუკეთესოებს შორის გაპირველებაზე ვიბრძოდეთ, ბოლო ადგილზე ვიმყოფებით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სეზონი ახალი დაწყებულია. ბუნდესლიგაში წინ კიდევ 29 ტურია დარჩენილი. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ოპტიმისტურად განსაკუთრებით მას მერე ვარ განწყობილი, რაც „ფრაიბურგს“ მოვუგეთ და პირველი სამი ქულა ჩავიჯიბეთ. ახლა საჭიროა კიდევ 2-3 მატჩის მოგება და ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საუკეთესო პოზიციებს მივუახლოვდეთ. ნაღდად არ მეგონა, თუ ბუნდესლიგა ასეთი გაწონასწორებული იქნებოდა.“

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული