ნოვაკოვიჩი კიოლნიდან მიდის

AutoSharing Option
სლოვენიის ნაკრების ფორვარდ მილივოე ნოვაკოვიჩს ზამთარში "კიოლნის" დატოვება გადაუწყვეტია.

"მატჩიდან მატჩამდე სათადარიგოთა სკამის ხეხვა ყელში ამომივიდა. დიახ, გუნდის მთავარ მწვრთნელ ზვონიმირ სოლდოსთან პრობლემები მართლაც მაქვს, მაგრამ ის ვერ გამიგია, როგორ შეიძლება, სათადარიგოთა სკამზე ის ფორვარდი გყავდეს, რომელიც გუნდის ერთგულებას ნებისმიერ მატჩში ამტკიცებდა და გოლებს უმძიმეს სიტუაციებში იტანდა. როცა თამაშის გაძლიერებაა საჭირო, შეცვლაზე მცველები შედიან. გოლებს ვინღა გაიტანს? მორჩა! ზამთარში "კიოლნს" დავტოვებ", - განაცხადა ნოვაკოვიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული