ლონდონური კლუბი ვან დერ ვაარტის გერმანელებისთვის 13 მილიონ ევროდ მიყიდვას დათანხმდა.
"შემიძლია დავადასტურო, რომ ვან დერ ვაარტი ჰამბურგში მიემგზავრება, სადაც სამედიცინო გამოკვლევას გაივლის", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა რობერტ გირლინგსმა.
ამას გარდა, რაფაელი შესაძლოა თავისი ახალ-ძველი გუნდის შემადგენლობაში მოედანზე 1 სექტემბერსვე, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ მატჩში გამოვიდეს.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით