შალკემ რაული დაითანხმა?

AutoSharing Option
ესპანური გაზეთი ას გუშინ წერდა, რომ მადრიდის "რეალის" ლეგენდად ქცეული თავდამსხმელი რაული კარიერას "შალკეში" გააგრძელებს. ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, 33 წლის ფორვარდი გელზენკირხენული კლუბის შეფებს ყველაფერზე შეუთანხმდა და გოლეადორი, რომელსაც ესპანეტში 658 მატჩში 276 გოლი აქვს გატანილი, "შალკეში" უფასოდ გადადის. ას წერდა, რომ რაულს "შალკეს" მწვრთნელ ფელიქს მაგათის ასისტენტი რონი გერში შეხვდა და "შალკეს" პროექტი წარუდგინა და რომ რაული აღფრთოვანებული დარჩა. ას-ის მტკიცებით, ტრანსფერი ოფიციალურად 15 ივლისს დადასტურდება, როცა რაული შვებულებიდან დაბრუნდება.

ესპანელი მიმომხილველების ცნობით, რაულმა "შალკეს" უპირატესობა იმის გამო
მიანიჭა, რომ ეს გუნდი გაისად ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, მადრიდულ კლუბში კი გონსალეს ბლანკოს სათადარიგოთა სკამის ხეხვის საფრთხე ემუქრება. მაგათი რაულის გადაბირების სურვილს და მით უმეტეს, მასთან მოლაპარაკებებს აქამდე არ ადასტურებდა, გუშინ კი "კიკერს" განუცხადა, რომ ესპანელი თავდამსხმელის გადაბირება ძალიან უნდა. თუმცა მაგათმა იქვე აღნიშნა, რომ "შალკეს" სერიოზული კონკურენტები ჰყავს და რაულს ჯერ არ გადაუწყვეტია, გადმოვა თუ არა გელზენკირხენშიო. ფელიქსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ რაული თვის ბოლომდე თანხმობას ეტყვის.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული