"შალკეს" პერუელი ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი ლიმას აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა მას პერუს ნაკრების ბაზისკენ უნდა აეღო გეზი. საქმე იმაშია, რომ ფარფანის ყოფილი მეგობარი გოგონა მათი ორი წლის ვაჟისთვის ალიმენტის გაზრდას ითხოვს, რადგან შეიტყო, რომ ჯეფერსონს გელზენკირხენულ კლუბში ხელფასი მოუმატეს. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფარფანი პერუს მანამდე ვერ დატოვებს, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა.
თუ ყველაფერი მალე არ გაირკვა, მაშინ ფარფანი გერმანიაში დროულად ვერ დაბრუნდება და ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ("შტუტგარტთან") ვერ იასპარეზებს. ფარფანი ვერც პერუს ნაკრებში ითამაშებს, რადგან პერუელებს გასვლითი მატჩი
ჯეფერსონ ფარფანმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შვიდიდან ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა ("კიკერის" საშუალო შეფასება 3.5). გერმანიის თასის პირველ რაუნდში ("აალენთან" 2:1) მან დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, გოლი "ბენფიკასაც" გაუტანა.