"ბრწყინვალე ფორმაში ვართ. თამაშის ორგანიზაცია უმაღლეს დონეზე გვაქვს და ეს ბევრი საგოლე მომენტის შექმნის საშუალებას გვაძლევს.
წინასასეზონო მზადების წინა დღეს არ მტოვებდა გრძნობა, რომ გამარჯვებები გვწყუროდა. გუნდს წარმატების მიღწევა სურს. ბოლო ორი წელია, ტიტული არ მოგვიგია. ეს კი ძალიან უსიამოვნოა", - განაცხადა ჰოლანდიელმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მიუნხენელები გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს "აინტრახტთან" იყოფენ. მათ, ფრანკფურტელების მსგავსად, ოთხი ტურის შემდეგ ოთხი გამარჯვება აქვთ მოპოვებული.