ბაიერნმა ჰოლანდიას ისევ დაუძაბა!

AutoSharing Option

არიენ რობენის შემდეგ, "ბაიერნისა" და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის დაპირისპირების მიზეზი მიუნხენური კლუბის კაპიტანი მარკ ვან ბომელი გახდა და დიდი შანსია, რომ დაპირისპირება სერიოზულ სკანდალში გადაიზარდოს. საქმე იმაშია, რომ შვედეთთან მატჩის წინ, "ბაიერნის" სამედიცინო შტაბმა, რომელსაც მთავარი ექიმი ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი ხელმძღვანელობს, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ვან ბომელის მიუნხენში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ბავარიელების მტკიცებით, მარკს ტრავმა აწუხებდა და შვედეთთან მისი თამაში არ შეიძლებოდა. ჰოლანდიელებმა რეკორდმაისტერს ვან ბომელის დაბრუნებაზე უარი უთხრეს, რადგან მათი დასკვნით, ფეხბურთელის ტრავმა იმდენად

არასერიოზული იყო, რომ მარკს თამაშის შემთხვევაში არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. შესაბამისად, ვან ბომელმა შვედეთთან ითამაშა - "ნარინჯისფრების" მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა, რომელიც ამავდროულად ვან ბომელის სიმამრია, მარკი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და მხოლოდ 72-ე წუთზე შეცვალა.

აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ არიენ რობენის გარშემო ატეხილი დავი-დარაბა ჯერ არ დამთავრებულა. როგორც იცით, "ბაიერნი" რობენის ტრავმაში (არიენი წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს) ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას ადანაშაულებს - მუნდიალზე ტრავმირებული წაიყვანეს და გამაყუჩებლებით ათამაშეს, რის გამოც ტრავმა იმდენად გაუმიზეზდა, რომ საოპერაციო გახდაო. ამ ყველაფრის გამო, "ბაიერნი" ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას კომპენსაციას სთხოვს. მიუნხენელთა თქმით, რობენის შემთხვევაც "საკმარისია", ჩვენ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის უაზრობების გამო მეორე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაკარგვას არ ვაპირებთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული