"მაინცი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს და თანაც ასპროცენტიანი შედეგით - კარნავალელებს შვიდი ტურის შემდეგ, შვიდივე თამაში მოგებული აქვთ. შესაბამისად, ლოგიკურია ის, რომ გუნდის მენეჯერი კრისტიან ჰაიდელი მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის მუშაობით აღფრთოვანებულია. "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი, ჰაიდელმა ახალგაზრდა სპეციალისტს სამუდამო კონტრაქტი შესთავაზა.
"ახლავე მზად ვარ, რომ თომასს სამუდამო, უვადო კონტრაქტი გავუფორმო. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და ეს იმდენად დიდი ნდობაა, რომ ახლავე ულაპარაკოდ მოვაწერ ხელს კონტრაქტს, სადაც ეწერება, რომ ტუხელი "მაინცის" მწვრთნელი სიცოცხლის ბოლომდე იქნება. ამას იმიტომ ნამდვილად არ
შეგახსენებთ, რომ თუ "მაინცმა" მერვე თამაშიც მოიგო (მომავალ უქმეებზე "ჰამბურგს" ხვდება), ბუნდესლიგის ყველა დროის ახალ სტარტ-რეკორდს დაამყარებს.