სანაკრებო პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგა გუშინ, კიოლნში გამართული მატჩით დაგვიბრუნდა - "რაინენერგიშტადიონზე" დორტმუნდის "ბორუსია" გალიდერებისთვის იბრძოდა. ახალი სეზონის მთავარი გმირი "მაინცი" კი დღეს თამაშობს და "ჰამბურგთან" მეტად საპასუხისმგებლო მატჩი აქვს. ტურის ცენტრალური მატჩი, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ბოლო და ბოლოსწინა ადგილზე მყოფი გუნდების დაპირისპირებაა. ტოპ-დუელად კი მხოლოდ იმიტომ მოინათლა, რომ ერთმანეთს "შალკე" და "შტუტგარტი" ხვდებიან.
Qui Vadis, ბაიერნო?
გერმანიის "მარადმწვანე ჩემპიონმა" "ბაიერნმა" სეზონი ამაზრზენად დაიწყო - მიუნხენური გრანდი შვიდი ტურის შემდეგ 8 ქულით მე-12 ადგილზეა და ლიდერს უკვე 13 ქულით
გაგრძელდება თუ არა მაინცური ზღაპარი?
სიტყვები "წაგება" ან უბრალოდ "წარუმატებლობა" "მაინცისთვის" დღემდე უცხოა - არადა, უკვე ორი თვეა, რაც ახალი სეზონი დაიწყო. ბუნდესლიგის სენსაციური ლიდერი ახლა ისევ საკუთარი პუბლიკის წინაშე უნდა წარსდგეს და არასტაბილურ გრანდს, "ჰამბურგს" ეთამაშება. თუ მაინცელები მერვე თამაშსაც მოიგებენ, ყველა დროის რეკორდს დაამყარებენ: ბუნდესლიგის პირველი 8 მატჩი აქამდე არავის მოუგია! "ჰამბურგის" თავკაც არმინ ფეეს ასე ვთქვათ, ლუქს კლასის პრობლემა აქვს: ვინ შეუტევს რუუდ ვან ნისტელროისთან ერთად? გამოჯანმრთელდა როგორც მლადენ პეტრიჩი, ისე პაულო გერეროც და საინტერესოა, რომელ მათგანს ათამაშებს ფეე "მაინცთან", ვან ნისტელროის უკან. ამასთან, სათამაშოდ მზადაა მაქსიმ ჩუპო-მოტინგიც, რომელიც პეტრიჩსა და გერეროს ბრწყინვალედ ცვლიდა.
ვინ გაშავდება: შალკე თუ შტუტგარტი? უცნაურია, მაგრამ ფაქტი: შვიდი ტურის შემდეგ, ბოლო ადგილზე "შტუტგარტია", ბოლოსწინაზე კი "შალკე" და ეს გუნდები დღეს ერთმანეთს ხვდებიან. არადა, როგორც შვაბებს, განსაკუთრებით კი გელზენკირხენელებს, წესით, სულ სხვა მიზნებისთვის, მინიმუმ ევროსაგზურებისთვის, მაქსიმუმ კი გერმანიის ჩემპიონობისთვის უნდა ებრძოლათ. ახლა კი მათი დუელის შედეგი მხოლოდ ერთ კითხვაზე გასცემს პასუხს: რომელი მათგანი აღმოჩნდება კატასტროფულ მდგომარეობაში? ცოტა ხნის წინ "შალკე" ცოტათი გამოსწორდა და ზედიზედ სამი თამაში არ წააგო, მაგრამ მერე სტატუს კვო ისევ აღადგინა, დამარცხდა რა "ნიურნბერგთან" 1:2 და ახლა ისევ უმძიმეს მდგომარეობაშია. გელზენკირხენელებს მხოლოდ ის ფაქტი თუ დაამშვიდებთ, რომ "შტუტგარტი" რეალურად მათზე უარეს მდგომარეობაშია. შვაბური კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელი კრისტიან გროსი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად გუნდი დროებით ასისტენტ იენს კელერს ჩააბარეს. "შალკეს" თავკაცი ფელიქს მაგათი ამბობს, ძალიან მინდა, რომ "შტუტგარტში" შექმნილი ქაოსი ნაყოფიერად გამოვიყენო და შვაბებს გელზენკირხენში სამი ქულა დავატოვებინოო.
ცუდ დღეშია ბრემენის "ვერდერიც", მაგრამ ამ გუნდში მწვრთნელი არ გაუთავისუფლებიათ. სამაგიეროდ, ბოსების რეაქცია კრიზისულ მდგომარეობაში იმაში გამოიხატა, რომ ფეხბურთელებს სექტემბრის ხელფასების ნახევარი გაუყინეს. დღეს "მუსიკოსები" სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე საკმაოდ კომფორტულად მოკალათებულ "ფრაიბურგს" მასპინძლობენ და არავინ იცის, მიიღებენ თუ არა ბრემენელი მოთამაშეები ხელფასის მეორე ნახევარს გამარჯვების შემთხვევაში. თუმცა ფრაიბურგელები სამი ქულის დათმობას არ აპირებენ და "კიოლნთან" მოპოვებული გამარჯვების (3:2) შემდეგ, სტუმრად კიდევ ერთხელ სურთ წარმატების მიღწევა. შეგახსენებთ, რომ "ფრაიბურგს" შვიდი ტურის შემდეგ, 4 მოგება აქვს და აქედან, სამი გამარჯვება გასვლით მატჩებში იზეიმა.
ბუნდესლიგაში აღზევებული "ზანკტ პაული" არც კარგად ასპარეზობს და არც ცუდად - კიცელები მე-9 ადგილზე, ანუ, ზუსტად შუაში არიან გაჩხერილები. თუმცა "ზტ. პაულისთვის" საკმაოდ პრობლემატურია ის ფაქტი, რომ ჰოლგერ სტანისლავსკის გუნდს საკუთარ მოედანზე ჯერ არცერთი თამაში არ მოუგია. კიცელებმა "მილერნტორზე" სამი თამაში ჩაატარეს, ორი წააგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, დღეს კი, "ნიურნბერგთან" მორიგ საშინაო შეხვედრაში პირველი გამარჯვების მოპოვების მორიგი შანსი ეძლევათ. სამაგიეროდ, "ნიურნბერგს" სტუმრად არ აქვს მოგება და საკუთარ კედლებშია ძლიერი (3 გამარჯვება). ამასთან, ფრანკებმა წინა ტურში "შალკეს" მოუგეს და საკმარისად თავდაჯერებულები არიან იმისათვის, რომ "ზანკტ პაულისთანაც" სამი ქულის მოპოვების პრეტენზია ჰქონდეთ.
ლევერკუზენი: შეხვედრა ლიტბარსკისთან
დღეს საღამოს, "ვოლფსბურგი" "ლევერკუზენს" მასპინძლობს და პირველ რიგში ის უნდა აღინიშნოს, რომ "ბაიერს" ბოლო შვიდი ოფიციალური თამაშიდან არცერთი არ წაუგია და თუ დღეს გაიმარჯვებს. ლევერკუზენელები დღეს თავიანთ ყოფილ მწვრთნელს, პიერ ლიტბარსკის შეხვდებიან. ეს უკანასკნელი "ბაიერშიც" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ახლა კი "ვოლფსბურგის" თავკაცის, სტივ მაკლარენის თანაშემწეა. თავის მხრივ, ვოლფსბურგელებს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, რომლის შეწყვეტა არაფრისდიდებით არ სურთ.
სტატისტიკა ეშმაკების მხარესაა
კვირის პირველი მატჩი პფალცელთა და ჰესსენელთა დრამატული დაპირისპირებაა: "კაიზერსლაუტერნი" ფრანკფურტის "აინტრახტს" ხვდება. "ლაუტერნს" ზედიზედ სამი თამაშის წაგების შემდეგ, ვითარების გამოსწორება სურს და სტატისტიკაც "ეშმაკების" მხარესაა: "აინტრახტმა" კაიზერსლაუტერნში ჩატარებული ბოლო 21 მატჩიდან, მხოლოდ ორის მოგება შეძლო.
ტური ხვალ საღამოს, "ჰოფენჰაიმისა" და მიონხენგლადბახის "ბორსიას" დაპირისპირებით დაიხურება. "ჰოფე" მესამე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერი იყო, მაგრამ მერე "იმდენი ქნა" (ოთხი თამაში ვერ მოიგო), რომ ახლა მეექვსე პოზიციაზეა. "სოფლელებს" მათიას იაისლე გამოუჯანმრთელდათ, რომელსაც ფეხბურთი 19 თვის მანძილზე არ ჰქონდა ნათამაშები. "გლადბახს" კი "ჰოფენჰაიმზე" უარესი, ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
დღეს
ბაიერნი-ჰანოვერი 17:30
შალკე-შტუტგარტი 17:30
ვერდერი-ფრაიბურგი 17:30
მაინცი-ჰამბურგი 17:30
ზტ. პაული-ნიურნბერგი 17:30
ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 20:30
ხვალ
კაიზერსლაუტერნი-აინტრახტი 17:30
ჰოფენჰაიმი-ბორუსია (მ) 19:30
თ მ ფ წ ბ ქ
1. მაინცი 7 7 0 0 18-7 21
2. ბორუსია (დ) 7 6 0 1 18-5 18
3. ჰანოვერი 7 4 1 2 11-8 13
4. ლევერკუზენი 7 3 3 1 15-12 12
5. ფრაიბურგი 7 4 0 3 11-11 12
6. ჰოფენჰაიმი 7 3 2 2 13-10 11
7. ჰამბურგი 7 3 2 2 12-11 11
8. ვოლფსბურგი 7 3 1 3 12-11 10
9. ზტ. პაული 7 3 1 3 8-8 10
10. აინტრახტი 7 3 0 4 11-9 9
11. ნიურნბერგი 7 2 3 2 7-8 9
12. ბაიერნი 7 2 2 3 5-8 8
13. ვერდერი 7 2 2 3 11-16 8
14. კაიზერსლაუტ. 7 2 1 4 9-13 7
15. ბორუსია (მ) 7 1 3 3 11-20 6
16. კიოლნი 7 1 2 4 7-13 5
17. შალკე 7 1 1 5 8-14 4
18. შტუტგარტი 7 1 0 6 12-15 3