იუპ ჰაინკესი: მოვიგეთ, მაგრამ კარგად არ გვითამაშია [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის მე-2 წრის პირველ მატჩში ლიდერმა "ბაიერნმა" აუტსაიდერი "ფიურტი" 2:0 დაამარცხა.

ორივე გოლი ხორვატმა ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა (თითო ტაიმებში). "ბაიერნი" სრულად აკონტროლებდა მატჩის მიმდინარეობას.

პირველ ტაიმში მანჯუკიჩმა თომას მიულერსი ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. მეორეში კი ტონი კროოსის კუთხურს თავით მიუჩინა ვოლფგანგ ჰესლის კარში ადგილი.

იუპ ჰაინკესი: "მოგებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემმა გუნდმა თავადაც კარგად იცის - დღეს ჩვენ კარგად არ გვითამაშია. გვაკლდა ის შემართება, რაც პირველ წრეში გვახასიათებდა, რაღაცნაირად შებოჭილები ვიყავით".

მარიო მანჯუკიჩი: "დღეს ისე კარგად არ გვითამაშია, როგორც
შეგვიძლია, მაგრამ სამი ქულის მოპოვებით მაინც ბედნიერები ვართ".

VideoSportall.Ge
ბაიერნი - ფიურტი 2:0


ასევე იხილეთ:
მარიო მანჯუკიჩი ხორვატიის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული