ბასტიან შვაინშტაიგერი: ერთხელ ხავი მარტინესს მარცხენა და მარჯვენა აერია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი ფიქრობს, რომ მის გუნდს ყველაზე მეტად "ბოლო პასი" აქვს დასახვეწი.

"ბოლო პასი თუ დავხვეწეთ, ბევრ საგოლე მომენტს შევქმნით. პირველი წრის მიხედვით, ეს კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ უკეთესად გვინდა თამაში", - თქვა შვაინშტაიგერმა.

გარდა ამისა, გერმანელი ფეხბურთელი მოედანზე ურთიერთგაგებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მაგალითად ხავი მარტინესთან ეპიზოდი მოჰყავს.

"ბოლო შეხვედრაში მას მარცხენა და მარჯვენა აერია. კიდევ კარგი, მაგ დროისთვის უკვე 2:0-ს ვიგებდით", - აღნიშნა ბასტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული