ბუნდესლიგის ბოლოადგილოსანმა 17-მატჩიანი მოუგებელი სერია "შალკესთან" შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში მოულოდნელობა დაფიქსირდა გელზენკირხენში, სადაც "შალკემ" 1:2 წააგო ბოლოადგილოსან "ფიურტთან".

ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა "შალკეს" დებიუტანტმა მიშელ ბასტოსმა, თუმცა მერე სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს და 17-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.

მიშელ ბასტოსმა განაცხადა, რომ მარცხის მიუხედავად "შალკე" დიდი გუნდია.

მატჩის შემდეგ "შალკეს" კაპიტანმა ბენედიქტ ჰიოვედესმა ისაუბრა:

"საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ საკუთარი თავი დავსაჯეთ. გოლის გატანის შემდეგ მოვეშვით, თითქოს გვეძინა მოედანზე. ასეთი რამ არ უნდა დაემართოს გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს. იმიტომ წავაგეთ, რომ გადამწყვეტ მომენტებში ვერ ვვარგოდით".

"შალკეს"
20 ტურის შემდეგ 29 ქულა აქვს.

VideoSportall.Ge
შალკე - ფიურტი 1:2


ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესი: "ვაჩვენეთ, რომ "ბაიერნს" ფეხბურთის თამაშის სურვილი არ დაუკარგავს" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული