სასწაული გრძელდება! [VIDEO]

AutoSharing Option
ვინ თქვა, "მაინცი" ჩაფლავდებაო? სეზონში განცდილი პირველი მარცხიდან ზუსტად ერთ კვირაში, თომას ტუხელის სენსაციური გუნდი ისევ პირველ ადგილზეა! კარნავალელებმა ლევერკუზენიდან წაიღეს სამი ქულა და ისარგებლეს იმით, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ" "ჰოფენჰაიმთან" წაიფორხილა. 24 ქულა 9 ტურის შემდეგ - "მაინცმა" "დორტმუნდს" 2 ქულით გაასწრო და ზუსტად ერთ კვირაში, ბუნდესლიგაში ზღაპრული მატჩი გველის: მომავალ კვირას "მაინცი" სწორედ დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობს. "ლევერკუზენის" კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ავსტრიელი ნახევარმცველი ანდრეას ივანშიტცია, რომელმაც 68-ე წუთზე ლუის ჰოლტბი შეცვალა და ორ წუთში კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გოლი
გაიტანა. "შტუტგარტი" კი ბოლოადგილოსანი აღარ არის - დროებითი მწვრთნელის, იენს კელერის მიერ დამოძღვრილმა შვაბებმა გუშინ "ზანკტ პაული" დაამარცხეს (2:0) და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.

დორტმუნდის "ბორუსიამ" მოგებათა სერია შეწყვიტა - ზედიზედ შვიდი გამარჯვების შემდეგ, რის შედეგადაც BVB ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ლიდერი გახდა, "შავ-ყვითლები" საკუთარ "ვესტფალენშტადიონზე" "ჰოფენჰაიმს" დაუზავდნენ: 1:1. ...და ლიდერობაც დაკარგეს! მიუხედავად ამისა, დორტმუნდის ქომაგებმა საყვარელი გუნდი მოედნიდან მაინც ტაშითა და ოვაციებით გააცილეს. კმაყოფილი იყო "ბორუსიას" თავკაცი იურგენ კლოპიც. საქმე იმაშია, რომ "დორტმუნდმა" ქულა ბოლო წუთზე, უფრო სწორად, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გადაარჩინა, როცა შეცვლაზე შესულმა ანტონიო და სილვამ დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა.

"სიტყვები არ მყოფნის, ძალიან ბედნიერი ვარ. მესმის, რომ ეს გიკვირთ, რადგან თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ მეორე ტაიმში იმდენად კარგად ვითამაშეთ, რომ დღევანდელი ქულა ბევრ მოგებას მირჩევნია. "ჰოფენჰაიმმა" ტაქტიკურად უნაკლო ფეხბურთი ითამაშა და პირველი ტაიმი მოგვიგო კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში ჩემმა გუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. მეტოქეს საერთოდ არაფერი გავაბედინეთ, ჩვენ კი არაერთი მომენტი შევქმენით და საბოლოოდ, დავიმსახურეთ გოლი, რომელმაც ერთი ქულა გადაგვირჩინა," - თქვა მატჩის შემდეგ კლოპმა.

დორტმუნდელთა დამრიგებლის სიტყვებს კი ჩვენ მხოლოდ იმას დავამატებდით, რომ "ბორუსია" მოგებასაც იმსახურებდა, რადგან ჰოფენჰაიმელი დემბა ბას ნაადრევი, მე-9 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, დორტმუნდელებმა "სოფლელები" საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვეს და 80 წუთის განმავლობაში უმძიმესი წნეხის ქვეშ ამყოფეს. და ის ფაქტი, რომ დორტმუნდმა "ჰოფეს" მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა და ისიც 93-ე წუთზე, მეტწილად "სოფლელების" მეკარე შტარკეს დამსახურებაა. არაერთი "მკდვარი დარტყმის" გარდა, შტარკემ თერთმეტმეტრიანიც მოიგერია - პენალტი მან მე-15 წუთზე, ნური შაჰინს აუღო. საინტერესოა ისიც, რომ შაჰინს ორჯერ მოუხდა თერთმეტმეტრიანის შესრულება. პირველად მან გოლის გატანა შეძლო, რომელიც მსაჯმა გააუქმა - ლუკას ბარიოსი ნაადრევად შევარდა "ჰოფენჰაიმის" საჯარიმოშიო. შაჰინის მეორე, ამჯერად უკვე ლეგიტიმური მცდელობა კი კრახით დასრულდა. მატჩის შემდეგ კლოპი მსაჯს მისდგა, გოლი უნდა ჩაეთვალა და საერთოდ, ამ შეხვედრაში არბიტრმა ჩვენს საწინააღმდეგოდ 3-4 გადაწყვეტილება მიიღოო. ბოლოს კი სარკასტულად დასძინა, თუმცა მსაჯი ვოლფგანგ შტარკი იყო და ის ხომ ყოველთვის მართალიაო.

კლაუდიო პისარო ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო არაგერმანელი თავდამსხმელია - ბრემენის "ვერდერის" პერუელი ფორვარდი ლეგიონერ ბომბარდირებს შორის პირველ ადგილზე გადავიდა. "ვერდერმა" შაბათს მიონხენგლადბახის "ბორუსია" 4:1 დაამარცხა, პისარომ კი ერთი, ბოლო გოლი გაიტანა, რითაც ბუნდესლიგაში გოლთა აქტივი 134-მდე გაზარდა. შედეგად, მან ბრაზილიელ ჯოვანი ელბერს გადაასწრო, რომელმაც ბუნდესლიგაში თავის დროზე 133 გოლის გატანა შეძლო.

"ეს რეკორდი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ლეგენდარული ელბერის რეკორდის დამხობაზე დიდი ხანია, ვოცნებობ და აი, მიზანს მივაღწიე კიდეც. მიღწევას კიდევ მაგრად გავაუმჯობესებ, რადგან ფეხბურთის თამაში ჯერ არ მომბეზრებია," - განაცხადა პისარომ და იქვე დასძინა, რომ მისი მომდევნო მიზანი "მუსიკოსებთან" ერთად გერმანიის ჩემპიონობაა. აი, ამ მიზნის მიღწევა კი ბრემენულ კლუბს წესით უნდა გაუჭირდეს - მიუხედავად ამ გამარჯვებისა, თომას შააფის შეგირდები სატურნირო ცხრილის შუაში არიან და აქტუალური მდგომარეობა ჩემპიონობას ნამდვილად არ უქადით.

კიდევ ერთი საინტერესო რამ: მოგეხსენებათ, "ვერდერის" ძირითადმა მეკარემ, ტიმ ვიზემ ტრავმა მიიღო, რის გამოც, "გლადბახთან" ბრემენელთა კარს სათადარიგო კიპერი, სებასტიან მილიტცი იცავდა, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. თვითონ განსაჯეთ, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა მილიტცს საუკეთესო შეფასება, ერთიანი დაუწერეს. რაც შეეხება მიონხენგლადბახურ კლუბს: მიხაელ ფრონტცეკის შეგირდებს მეორე ტურის შემდეგ, როცა ლევერკუზენში ბრწყინვალე გამარჯვება (6:3 მოიპოვეს), არცერთი თამაში აღარ მოუგიათ (ორი ფრე, დანარჩენი წააგეს) და თანაც, მას მერე მხოლოდ 7 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 23 (!) მიიღეს. მოკლედ, "გლადბახში" სიტუაცია ნელ-ნელა "მჟავდება".

"კიოლნის" მორიგ წარუმატებლობას (1:2 ჰანოვერში, ყვინთაობა ცხრილის ფსკერზე), როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზვონიმირ სოლდო შეეწირა. შაბათის ნომერშიც ვწერდით, რომ წაგების შემთხვევაში, "თხების" შეფები 42 წლის სპეციალისტს გაათავისუფლებდნენ და ასეც მოხდა. სოლდოსთან ერთად, გათავისუფლებულია მისი ასისტენტი მიხაელ ჰენკეც. ხვალ კიოლნელებს გერმანიის თასზე მეორებუნდესლიგელ "მიუნხენ 1860-თან" უწევთ თამაში და ამ შეხვედრაში "თხებს" ფრანკ შეფერი უხელმძღვანელებს, რომელიც აქამდე "კიოლნის" 23-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი გახლდათ.

"შალკე" ჩემპიონთა ლიგაში მშვენივრად ასპარეზობს, ბუნდესლიგაში კი მთქნარებას განაგრძობს. შაბათს გელზენკირხენელები ფრანკფურტში ჩავიდნენ და წაგებას ძლივს გადაურჩნენ - მატჩი 0:0 დასრულდა. "ჩემპიონთა ლიგაში უდიდეს ენერგიას ვხარჯავთ და მერე ბუნდესლიგაში ძალები აღარ გვყოფნის. დღეს ფრითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ, რადგან წაგებას ზლივს გადავურჩით. თუმცა ისიც კარგია, რომ კარი, როგორც იქნა, მშრალად შევინახეთ," - აღნიშნა საფინალო სასტვენის შემდეგ ფელიქს მაგათმა. ფრანკფურტელთა მხრიდან საუკეთესო შანსი ყოფილმა შალკელმა ჰალილ ალთინთოფმა ვერ გამოიყენა - თურქმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

კაიზერსლაუტერნში განგაშის ზარებს შემოჰკრეს, რადგან 1. FCK-მ ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო (1:2 ფრაიბურგში) და გასავარდნ ზონას "სათოფეზე" მიუახლოვდა. მატჩის შემდეგ "ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი მარკო კურცი ყველას გასაგონად გაჰყვიროდა, თუ ასე გავაგრძელებთ, ქულებს საერთოდ ვეღარ ავიღებთო. "ლაუტერნის" ბოსი შტეფან კუნტცი კი მწვრთნელს კვლავ მხარდაჭერას უცხადებას - ყველაფერს სწორად აკეთებს, ძალიან კარგად მუშაობს და წარუმატებლობა მხოლოდ ფეხბურთელების ბრალიაო. ფრაიბურგში კი სრული იდილიაა - რობინ დუტის გუნდი ამ სეზონში მსვენივრად ასპარეზობს, გოლეადორ პაპის დემბა სისეს ანგარიშზე კი (შაბათსაც გაიტანა) უკვე რვა გოლია.

"ნიურნბერგმა" ზედიზედ მესამე თამაში მოიგო (სამივე 2:1). ფრანკებმა ამჯერად "ვოლფსბურგი" დაამარცხეს და გაგახსენებთ, რომ "ნიურნბერგმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ სამი მატჩის მოგება ბოლოს 2006/07 წლების სეზონში შეძლო. მაშინ გუნდს ჰანს მაიერი წვრთნიდა და ფრანკებმა იმ სეზონში სულაც გერმანიის თასის მოგება მოახერხეს. ვოლფსბურგელებმა კი შაბათს თავი ისევ მხოლოდ უხეშობებით დაგვამახსოვრეს. ამჯერად გრაფიტემ და სიმონ კიაერმა "აურიეს", მაგრამ წითელ ბარათს ორივე მათგანი გადაურჩა. "მგლების" თავკაცი სტივ მაკლარენი ამბობს, ყოველ თამაშში მინიმუმ ორ გოლს ვუშვებთ და მეტი რაღა ვთქვა, მცველები ელემენტარულ შეცდომებს უშვებენო.

"ჰამბურგისა" და "ბაიერნის" უგოლო ფრეზე კი (პარასკევს გაიმართა), სალაპარაკო ბევრი არაფერია. თუკი შეიძლება, რომ რომელიმე გუნდზე ითქვას, თამაშის მოგება შეეძლოო, მხოლოდ "ჰამბურგზე", რადგან მეორე ტაიმში რუუდ ვან ნისტელროიმ თითქმის ასპროცენტიანი მომენტი ვერ გამოიყენა და თანაც, არმინ ფეეს ბიჭებს კიდევ რამდენიმე რალური შანსი ჰქონდათ. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ბაიერნი" ტიტულს ვერ შეინარჩუნებს.
გვერდი მოამზადა გოტფრიდ ლენცმა

 


მომდევნო ტური
29 ოქტომბერი. ბაიერნი-ფრაიბურგი. 30 ოქტომბერი. ვერდერი-ნიურნბერგი, ვოლფსბურგი-შტუტგარტი, კიოლნი-ჰამბურგი, კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (მ), ზტ. პაული-აინტრახტი, შალკე-ლევერკუზენი. 31 ოქტომბერი. მაინცი-ბორუსია (დ), ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი.

ჰამბურგი-ბაიერნი 0:0 [ნახეთ გოლები
]
ჰამბურგი (4-1-2-1-2): ფ. როსტი 3 (42. დრობნი 3.5) - ბენჯამინი 3.5, ვესტერმანი 3, მატიისენი 2.5, იანსენი 3.5 - რინკონი 3 - პიტროიპა 3.5, ზე რობერტო 3 - ტროხოვსკი 4 - გერერო 4 (62. პეტრიჩი 3), ვან ნისტელროი 3.5 (71. ჩუპო-მოტინგი).
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი 3 - ლამი 3, ტიმოშჩუკი 3, ბადშტუბერი 3.5, პრანიჩი 3.5 - ოტლი 4, შვაინშტაიგერი 4 - ჰამით ალთინთოფი 3.5, კროოსი 3.5, თ. მიულერი 3.5 - გომესი 4.5 (86. ოლიჩი).
გაფრთხილება: 1-2; დარტყმა: 16(3)-11(1); ჯარიმა: 7-13; კუთხური: 5-2; ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 57 000

აინტრახტი-შალკე 0:0
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი 2.5 - ს. იუნგი 3, ფრანცი 3.5, რუსი 3, კიოლერი 3 - შვეგლერი 3, კრისი 2.5 - ოხსი 3, ა. მაიერი 4 (82. კაიო), ჰალილ ალთინთოფი 3.5 - გეკასი 5 (82. ფენინი).
შალკე (4-1-2-1-2): ნოიერი 3 - უჩიდა 4.5 (85. შარპეი), ჰიოვედესი 3.5, მეტცელდერი 4, შმიტცი 4.5 - ჯონსი 4 - ფარფანი 3.5, რაკიტიჩი 5 (46. მორიტცი 4.5) - ხურადო 4.5 (61. მატიპი 4.5) - ჰუნტელაარი 5, რაული 4.5.
გაფრთხილება: 2-1; დარტყმა: 17(1)-5(2); ჯარიმა: 11-19; კუთხური: 8-5; ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 51 500

ბორუსია (მ)-ვერდერი 1:4 [ნახეთ გოლები]
ბორუსია მ. (4-2-2-2): ბეილი 5 - ლეველსი 5.5, ანდერსონი 4.5, დემსი 4, ვისინგი 5 - მარქსი 5, ბრედლი 4.5 - როისი 4, იდრისუ 3.5 - დე კამარგო 4.5 (67. ჰერმანი 4.5), ბობადილია 3.5.
ვერდერი (4-2-2-2): მილიტცი 1 - ფრიტცი 3.5, მერტეზაკერი 4, პრიოდლი 4, სილვესტრი 4 - ფრინგსი 3 (83. დ. იენსენი), ვესლი 2 - ჰანტი 3.5 (68. ბარგფრედე 3.5), მარინი 1.5 - პისარო 3 (86. უგო ალმეიდა), არნაუტოვიჩი 3.5.
გოლები: 0:1 მარინი (5), 0:2 ვესლი (12), 0:3 ჰანტი (51), 1:3 მერტეზაკერი (67-საკ. კარში), 1:4 პისარო (75)
გაფრთხილება: 2-2; დარტყმა: 17(9)-14(7); ჯარიმა: 16-19; კუთხური: 3-3; ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 53 511

ფრაიბურგი-კაიზერსლაუტ. 2:1
ფრაიბურგი (4-1-2-1-2): ბაუმანი 3.5 - მუიჯა 4, ბართი 3.5, ტოპრაკი 3.5, ბასტიანსი 2 - შუსტერი 3.5 - პუცილა 5 (46. ნიკუ 3.5), აბდესადკი 3.5 - მაკიადი 3 (70. კალიგიური 3.5) - იანო 5 (56. რაიზინგერი 2.5), სისე 3.
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ზიპელი 4 - დიკი 3.5 (44. კირხი 4), ამედიკი 3.5, როდნი 3.5, ბუგერა 4.5 - ბილეკი 4, ტიფერტი 3 - ვალხი 4.5 (72. ნემეცი), მორავეკი 3.5, ილიჩევიჩი 3 (72. ჰოფერი) - ლაკიჩი 4.
გოლები: 0:1 მორავეკი (8), 1:1 სისე (35), 2:1 რაიზინგერი (60)
გაფრთხილება: 2-1; დარტყმა: 13(5)-17(2); ჯარიმა: 18-15; კუთხური: 6-7; ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 24 000

ჰანოვერი-კიოლნი 2:1
ჰანოვერი (4-2-2-2): ფრომლოვიტცი 3.5 - ჩერუნდოლო 3.5, ავევორი 4, კ. შულცი 3.5, ჯაპკა 3 - შმიდებახი 3.5, პინტუ 3.5 (79. ეგიმანი) - შტოპელკამპი 3.5 (70. ჩაჰედი 3.5), რაუში 3 - ია კონანი 2, აბდელაუ 4 (79. შტინდლი).
კიოლნი (4-1-2-2-1): ვარვოდიჩი 4 - ანდერზინიო 4.5, ჟერომელი 3.5, მოჰამადი 4, ბრეჩკო 4.5 (66. ერეთი 4) - პეტიტი 4 - ლანიგი 4, მატუშიკი 5 (66. იალსინი 4) - კლემენსი 5 (46. ნოვაკოვიჩი 4), ჟაჟალო 4.5 - პოდოლსკი 4.5.
გოლები: 1:0 ია კონანი (4), 2:0 ია კონანი (15), 2:1 ლანიგი (86)
გაფრთხილება: 1-1; დარტყმა: 8(4)-9(2); ჯარიმა: 15-18; კუთხური: 3-11; ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 44 214

ნიურნბერგი-ვოლფსბურგი 2:1
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი 3.5 - იუდტი 4, ნილსონი 2.5, ვოლფი 2.5, პინოლა 3.5 - სიმონსი 3.5, გიუნდოგანი 1.5 (92. მინტალი) - ჰეგელერი 3.5, ექიჩი 3 (87. კოენი), ფრანტცი 3 (82. აიგლერი) - შიბერი 2.
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ჰიტცი 4 - რიტერი 4.5, კიაერი 4.5, ბარძალი 4.5, მ. შეფერი 3.5 - ჟოსუე 3.5 (78. მადლუნგი) - ჰასებე 5.5 (59. დეჟაგა 4.5), კალენბერგი 4.5 (78. მანჯუკიჩი) - დიეგო 3.5 - გრაფიტე 3, ჯეკო 4.
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (11), 1:1 გრაფიტე (28), 2:1 ფრანტცი (63)
გაფრთხილება: 1-3; დარტყმა: 17(4)-8(2); ჯარიმა: 12-15; კუთხური: 4-4; ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 40 127

ბორუსია (დ)-ჰოფენჰაიმი 1:1
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (46. გიოტცე), ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი (74. და სილვა), კაგავა, გროსკროიტცი (59. ლევანდოვსკი) - ბარიოსი.
ჰოფენჰაიმი (4-1-2-1-2): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ლუის გუსტავო - რუდი - ვუკჩევიჩი, ვაისი (91. ობასი ოგბუკე) - სალიჰოვიჩი - მლაპა (46. სიგურდსონი), ბა.
გოლები: 0:1 ბა (9), 1:1 და სილვა (93)
მე-15 წუთზე ნური შაჰინმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაძევება: სალიჰოვიჩი (94. ჰოფენჰაიმი)
გაფრთხილება: 1-3; დარტყმა: 17(4)-9(5); ჯარიმა: 8-31; კუთხური: 8-3; ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 80 720

ლევერკუზენი-მაინცი 0:1
ლევერკუზენი (4-3-2-1): ადლერი - შვააბი, მ. ფრიდრიხი, რაინარტცი, კადლეცი (75. იორგენსენი) - ლ. ბენდერი, ვიდალი, როლფესი (59. ბალიტში) - სემი, ბარნეტა (59. ჰელმესი) - დერდიოკი.
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - ბუნგერტი, სვენსონი, ნოვესკი, ფუხსი - პოლანსკი - კალიგიური, სოტო - ჰოლტბი (68. ივანშიტცი) - შალაი (68. შიურლე), ალაგუი (87. კარჰანი).
გოლი: 0:1 ივანშიტცი (70)
გაფრთხილება: 0-1; დარტყმა: 16(2)-10(4); ჯარიმა: 16-20; კუთხური: 9-3; ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 30 210

შტუტგარტი-ზტ. პაული 2:0
შტუტგარტი (4-2-2-1-1): ულრაიხი - ჩელოცი, ნიდერმაიერი, ტასკი, ბოკა (82. მოლინარო) - კუჟმანოვიჩი, ტრეში - გებჰარდტი, გენტნერი (38. ჰარნიკი) - კაკაუ - პოგრებნიაკი (71. მარიკა).
ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი - ლეხნერი, სამბრანო, თორანდტი, ოჩიპკა - ბოლი (63. ბრუნსი), მ. ლემანი - კრუსე (59. ნაკი), ასამოა (84. ტაკი), ბარტელსი - ებერსი.
გოლები: 1:0 ნიდერმაიერი (19), 2:0 კუჟმანოვიჩი (79)
გაფრთხილება: 2-2; დარტყმა: 15(7)-17(5); ჯარიმა: 16-19; კუთხური: 5-4; ბურთის ფლობა: 49%-52%.
მაყურებელი: 40 000

თ მ ფ წ ბ ქ
1. მაინცი 9 8 0 1 19-8 24
2. ბორუსია (დ) 9 7 1 1 21-7 22
3. ჰანოვერი 9 5 1 3 13-12 16
4. ჰოფენჰაიმი 9 4 3 2 17-13 15
5. ლევერკუზენი 9 4 3 2 18-15 15
6. ჰამბურგი 9 4 3 2 13-11 15
7. ფრაიბურგი 9 5 0 4 14-14 15
8. ვერდერი 9 4 2 3 17-18 14
9. აინტრახტი 9 4 1 4 14-9 13
10. ზტ. პაული 9 4 1 4 11-12 13
11. ბაიერნი 9 3 3 3 8-8 12
12. ნიურნბერგი 9 3 3 3 11-12 12
13. ვოლფსბურგი 9 3 1 5 15-16 10
14. შტუტგარტი 9 2 1 6 16-17 7
15. კაიზერსლაუტ. 9 2 1 6 10-18 7
16. შალკე 9 1 3 5 10-16 6
17. ბორუსია (მ) 9 1 3 5 14-27 6
18. კიოლნი 9 1 2 6 9-17 5
ბომბარდირები: 8 - სისე (ფრაიბურგი); 7 - გეკასი (აინტრახტი); 6 - გრაფიტე (ვოლფსბურგი); 5 - ბა (ჰოფენჰაიმი), ჯეკო (ვოლფსბურგი), უგო ალმეიდა (ვერდერი), ჰუნტელაარი (შალკე), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), პოგრებნიაკი (შტუტგარტი), ია კონანი (ჰანოვერი).


II ბუნდესლიგა
IX ტური
ჰერტა-ფიურტი 2:0
გოლები: 1:0 დომოვჩიისკი (76), 2:0 რაფაელი (90)

აუგსბურგი-უნიონი 2:1
გოლები: 0:1 ბენიამინა (33), 1:1 მიორლე (69), 2:1 ჰაინი (93)

ოსნაბრიუკი-კოტბუსი 2:0
გოლები: 1:0 შნეტცლერი (24), 2:0 ადლერი (66)

მიუნხენ 1860-არმინია 0:0

ინგოლშტადტი-ფრანკფურტი 0:1
გოლი: 0:1 ნ'დიაიე (78)

ბოხუმი-ალემანია 1:1
გოლები: 1:0 ზალიკი (14), 1:1 ბ. აუერი (56)

პადერბორნი-ფორტუნა 3:0
გოლები: 1:0 მორი (56), 2:0 კაპლანი (81), 3:0 ვემერი (82)

დუისბურგი-კარლსრუე 3:0
გოლები: 1:0 ბალიაკი (10), 2:0 კოხი (61), 3:0 ილმაზი (77)

აუე-ობერჰაუზენი დღეს


თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰერტა 9 7 2 0 17-5 23
2. დუისბურგი 9 7 0 2 19-7 21
3. ფიურტი 9 6 1 2 14-7 19
4. აუე 8 5 2 1 10-6 17
5. კოტბუსი 9 5 1 3 19-15 16
6. ფრანკფურტი 9 5 0 4 10-9 15
7. ობერჰაუზენი 8 4 2 2 9-8 14
8. აუგსბურგი 9 4 1 4 14-11 13
9. მიუნხენ 1860 9 4 3 2 11-8 13
10. ალემანია 9 3 4 2 13-12 13
11. ბოხუმი 9 4 1 4 11-12 13
12. პადერბორნი 9 3 1 5 10-10 10
13. ოსნაბრიუკი 9 3 1 5 15-18 10
14. კარლსრუე 9 2 2 5 12-22 8
15. უნიონი 9 1 3 5 9-15 6
16. ფორტუნა 9 2 0 7 6-16 6
17. ინგოლშტადტი 9 1 1 7 8-16 4
18. არმინია 9 1 1 7 7-17 4
ბომბარდირები: 7 - პეტერსენი (კოტბუსი); 5 - ბალიაკი (დუისბურგი), ჩონგი (ბოხუმი); 4 - დომოვჩიისკი (ჰერტა), ფრენდი (ჰერტა), ჰაიდრიხი (ოსნაბრიუკი), კაპლანი (პადერბორნი), ლამიდი (ობერჰაუზენი), მაიერჰოფერი (დუისბურგი).


III ბუნდესლიგა
ოფენბახი-ბაბელსბერგი 2:1, შტუტგარტი II-ბურგჰაუზენი 1:1, ბრაუნშვაიგი-უნტრჰახინგი 3:0, ვეენი-რეგენსბურგი 2:0, ბაიერნი II-ალენი 2:3, ზანდჰაუზენი-აალენი 1:3, ზაარბრიუკენი-ერფურტი 1:3, დრეზდენი-ჰანზა 2:2, ჰაიდენჰაიმი-კობლენცი 3:1, კარლ ცაისი-ვერდერი II 1:1.


თურქეთი
სუპერლიგა. VII ტური
ქარაბიუქი-ესქიშეჰირი 1:2
გოლები: 0:1 ჩოშქუნი (11), 0:2 კარადენიზი (39), 1:2 ემენიკე (52)

სივასი-ბუკა 1:1
გოლები: 0:1 თაშქირანი (12), 1:1 ერისი (51)

ბუიუქშეჰირი-გაზიანთეფი 1:0
გოლი: 1:0 კიოსე (33)

ანთალია-კონია 1:0
გოლი: 1:0 სერასი (32)

ტრაბზონი-გენჩლერბირლიგი 3:1
გოლები: 0:1 ჩალიქი (32), 1:1 ილმაზი (68), 2:1 ჯაჯა (72), 3:1 ბულუთი (81)

ანკარაგიუჯუ-ბურსა 1:5
გოლები: 1:0 შესტაკი (6), 1:1 იოზთურქი (16), 1:2 ბაჰადირი (27), 1:3 ერდოღანი (31), 1:4 ერგიჩი (39), 1:4 ილდირიმი (45)

მანიშა-კასიმფაშა 2:1
გოლები: 1:0 მაკუკულა (14), 1:1 ვარელა (25), 2:1 სიმპსონი (30)

ფენერბაჰჩე-გალათასარაი 0:0

ქაისერი-ბეშიქთაში დღეს

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბურსა 9 7 2 0 18-4 23
2. ტრაბზონი 9 6 2 1 23-7 20
3. ფენერბაჰჩე 9 5 2 2 24-11 17
4. ქაისერი 8 5 2 1 13-4 17
5. ანთალია 9 5 2 2 13-12 17
6. ქარაბიუქი 9 4 2 3 15-14 14
7. ბეშიქთაში 8 4 1 3 14-9 13
8. ანკარაგიუჯუ 9 4 1 4 16-16 13
9. გალათასარაი 9 4 1 4 12-12 13
10. ბუიუქშეჰირი 9 4 1 4 9-9 13
11. მანიშა 9 4 0 5 15-17 12
12. გაზიანთეფი 9 2 4 3 6-8 10
13. ესქიშეჰირი 9 2 3 4 7-10 9
14. გენჩლერი 9 2 2 5 7-16 8
15. ბუკა 9 1 4 4 5-8 7
16. სივასი 9 1 4 4 8-20 7
17. კონია 9 1 3 5 9-17 6
18. კასიმფაშა 9 0 2 7 6-26 2
ბომბარდირები: 7 - ნიანგი (ფენერბაჰჩე); 6 - ბაროში (გალათასარაი), ბობო (ბეშიქთაში), სიმპსონი (მანიშა), ტიტა (ანთალია); 5 - ჩერნატი (ქარაბიუქი), ემენიკე (ქარაბიუქი).

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
შვილო ბაიერნ სადამდის???(((((((((((
mitridat pontoeli
17:20 27-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული