"ფიურტმა" მაიკ ბიუსკენსი დაითხოვა

AutoSharing Option
"ფიურტის" ხელმძღვანელებმა მაიკ ბიუსკენსი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფიურტელები ბუნდესლიგაში ბოლო ადგილზე არიან და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრებათ, ასეთი გადაწყვეტილება მაინც მოულოდნელი იყო, რადგან ცოტა ხნის წინ "ფიურტმა" გელზენკირხენში "შალკეს" 2:1 მოუგო. თუმცა "ფორტუნასთან" განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ ფიურტელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და შეფებმაც გადამჭრელი ზომა მიიღეს.

44 წლის ბიუსკენსი "ფიურტში" 2009 წლის დეკემბრიდან მუშაობდა და არსებობის ისტორიაში ეს გუნდი პირველად გადაიყვანა გერმანიის საფეხბურთო ელიტაში. ახალი დამრიგებლის პოვნამდე "ფიურტს" მოყვარულთა გუნდის მწვრთნელი, 41 წლის ლუდვიგ
პრაისი
უხელმძღვანელებს.

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. I ტურის წინ: დამშეული "ბაიერნი" "ფიურტით" იწყებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული