რკინის ჰანსი თუ ტოპი?

AutoSharing Option

„კიოლნის“ მორიგ წარუმატებლობას (1:2 ჰანოვერში, ყვინთაობა ცხრილის ფსკერზე), როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზვონიმირ სოლდო შეეწირა. „თხების“ ხელმძღვანელებმა ხორვატი სპეციალისტი გაათავისუფლეს და გუნდი დროებით ფრანკ შეფერს ჩააბარეს - მწვრთნელს, რომელიც მანამდე „კიოლნის“ 23-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა. დღეს, გერმანიის თასის მეორე რაუნდში, „მიუნხენ 1860-თან“ საბრძოლველად „თხებს“ სწორედ შეფერი უხელმძღვანელებს. მაგრამ ვინ დაინიშნება „კიოლნის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ამ დღეებში?

„კიკერის“ ინფორმაციით, „თხების“ ხელმძღვანელები გამოცდილ სპეციალისტს ეძებენ. ყველაზე ავტორიტეტული გერმანული სპორტული ჟურნალი წერს, რომ მთავარი კანდიდატი „შტუტგარტიდან“ გაგდებული კრისტიან გროსია. „ბილდის“ ინფორმაციით კი,

„კიოლნის“ თავკაცის პოსტზე პირველი კანდიდატი გამოცდილი ჰანს მაიერია. სხვა კანდიდატები: თურქეთიდან გერმანიაში დაბრუნებული თომას დოლი, პეტერ პაკულტი და საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი კლაუს ტოპმიოლერი, რომელიც აგერ უკვე სამი წელია, უმუშევარია. „კიოლნის“ შეფებს ახალი მწვრთნელის დანიშვნა ამ დღეებში, ბუნდესლიგის მომდევნო ტურამდე სურთ.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული