"ბაიერნმა" ფრანკ რიბერი დიდი ხნით დაკარგა?

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნს" "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ფრანკ რიბერი ვერ დაეხმარება.

ფრანგმა ნახევარმცველმა მარცხენა ფეხის კუნთი დაიზიანა. ჯერ უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს გამოტოვებს რიბერი, მაგრამ ფაქტია, "ბაიერნის" უახლოეს მატჩებში ის ვერ ითამაშებს.

დაახლოებით ასეთი ტრავმის გამო რიბერიმ 2008 წლის სეზონში 3 თვე გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" პირველ მატჩში, ლონდონში 3:1 გაიმარჯვა.

ასევე იხილეთ:
"ბაიერნის" ბაზაზე ფრანკ რიბერის უცნობი ფანი შეუვარდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული