„ლევერკუზენთან“ გამარჯვებაში, რის შედეგადაც „მაინცი“ ისევ სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა, ანდრე შიურლეს ლომის წვლილი მიუძღვის. მართალია, შიურლეს „ბაი-არენაზე“ გოლი თვითონ არ გაუტანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა: გოლის მომენტში მის ავტორ ანდრეას ივანშიტცს ბრწყინვალე პასი მისცა. მატჩის შემდეგ კი, ლევერკუზენის ქომაგებს შორის ასეთი საუბრები წავიდა: „ეს ბიჭი რუდი ფიოლერივით თამაშობს...“ 19 წლის ანდრე შიურლე - ახალი ფიოლერი?
...და მართლაც: ანდრე თავისი ჰაბიტუსითა და სათამაშო სტილით ნაღდად ძალიან ჰგავს რუდის. შიურლეს სიმსუბუქე, ბურთის ფლობა და სისხ
შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს შიურლე „მაინცს“ დატოვებს და „ლევერკუზენში“ გადავა. ეს ტრანსფერი თვენახევრის წინ გადაწყდა და სხვათა შორის, შიურლეს გადასაყვანად ყველაზე მეტად სწორედ ფიოლერი აქტიურობდა, რომელიც „ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორია. „ბაიერის“ დამრიგებელი იუპ ჰაინკესი ამბობს, ფიოლერს შიურლე ძალიან მოსწონს და ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ანდრეს „ლევერკუზენთან“ წინასწარი კონტრაქტი გაეფორმებინაო.
„ეს ბიჭი მართლა გენიალური ფეხბურთელია. ყველაზე მეტად მისი ტექნიკა და სისწრაფე მხიბლავს. დარწმუნებული ვარ, რომ მას უდიდესი მომავალი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ „მაინციდან“ უნდა წავიდეს, ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება, თავს არ ზოგავს, - აცხადებს ფიოლერი და რაც შეეხება მასთან მსგავსებას, - ამბობენ, თომას მიულერი ისე თამაშობს, როგორც გერდ მიულერი თამაშობდაო, შტეფან კისლინგს იურგენ კლინსმანს ამსგავსებენ და ა.შ. მე კი ანდრე შიურლე მომამსგავსეს. გარკვეულ მსგავსებებს მეც ვამჩნევ. სხვათა შორის, თუ გახსოვთ, თავიდან მეც მარცხენა გარემარბი ვიყავი...“
თვითონ „შიუ“ კი დარცხვენილი აღიარებს, რომ რუდი ფიოლერის თამაში არასდროს უნახავს და მხოლოდ ერთხელ, ისიც ტელევიზორში, ძველი ჩანაწერისთვის აქვს თვალი მოკრული. ფიოლერმა აქტიური სპორტული კარიერა 1996 წელს დაასრულა და იმ დროს ანდრე მხოლოდ ექვსის წლის იყო, მაგრამ:
„ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ ასეთ ლეგენდარულ თავდამსხმელს მამსგავსებენ. რუდი ფიოლერი ჩემზე ამბობს, რომ ნიჭიერი ვარ და შემიძლია, დიდი ფეხბურთი ვითამაშო. მე ეს მეამაყება,“ - აცხადებს შიურლე.
სანამ „მაინცი“ ინტერესის ცენტრშია, შიურლეც საყოველთავო ყურადღების ობიექტი იქნება, სეზონის დასრულებისთანავე კი „ლევერკუზენს“ მიაშურებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"