ტიმოშჩუკს ბაიერნში სკამის ხეხვას, სუსტ გუნდში თამაში ურჩევნია

AutoSharing Option

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი უკრაინელ საყრდენ ნახევარმცველ ანატოლი ტიმოშჩუკს არ ენდობოდა, მაგრამ ბოლო სამი მატჩია, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ათამაშებს. თუმცა უკრაინელი ნახევარმცველი ჭკუასუსტი არ არის და ხვდება, რომ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა, რადგან ვან გაალი მას მხოლოდ იმიტომ ათამაშებდა, რომ დაცვის ცენტრის მთავარი ბურჯი დანიელ ვან ბუიტენი ტრავმირებული იყო. ეს უკანასკნელი ახლა გამოჯანმრთელდა და ნელ-ნელა ფორმასაც აღიდგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელი სულ მალე (თუ მომდევნო ტურში არა) ისევ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. თანაც, ტიმოშჩუკი არ მალავს, რომ საყრდენი

ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში ურჩევნია.

ერთი სიტყვით, ტიმოშჩუკი „ბაიერნიდან“ წასვლაზე ჯერ კიდევ ფიქრობს და თანაც, ძალიან სერიოზულად. „ფაქტია, რომ ზამთრამდე აქ ვარ და ამ ხნის განმავლობაში თავს არ დავზოგავ, „ბაიერნისთვის“ ყველაფერს გავაკეთებ, მერე კი მიუნხენიდან უნდა ავიბარგო. აქ ყველა კარგად მექცევა, ყველას ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ასეთი რამ არ ანაღვლებთ. მათთვის მთავარი სარფიანი კონტარქტი და ფულის აღებაა, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. მირჩევნია, სულ ვთამაშობდე და გაცილებით დაბალი რანგის კლუბში, ვიდრე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში სკამს ვხეხავდე,“ - განუცხადა ტიმოშჩუკმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს.

მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ ბავარიელთა თავკაც ვან გაალს ტიმოშჩუკის ნაადრევი წასვლის საწინააღმდეგო არაფერი ექნება. ისე კი, უკრაინელს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული