არიენ რობენი: ასე ადრე გაჩემპიონება სულაც არ მახარებს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა გარემარბმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ სულაც არ ახარებს იმის პერსპექტივა, რომ მისმა გუნდმა შეიძლება ვადაზე ადრე მოიპოვოს გერმანიის ჩემპიონობა.

რობენის აზრით, როცა ჩემპიონატის მეორე გუნდს ამხელა სხვაობით უსწრებ, ამას ნეგატიური მხარეც აქვს:

"რა თქმა უნდა, ბრწყინვალეა, როცა უშუალო კონკურენტ დორტმუნდის "ბორუსიას" ასე გავუსწარით, მაგრამ ასე ადრე გერმანიის ჩემპიონად გახდომა სულაც არ მინდოდა. ამაში დიდი საფრთხეა. არ არის კარგი, თუ ჩემპიონატის ბოლო მატჩებში მოტივაცია აღარ გვექნება. ეს ჩვენს გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაში აუცილებლად ავნებს", - განაცხადა რობენმა, რომელიც ფრანკ
რიბერის
ტრავმის შემდეგ უპრობლემოდ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნს" უკვე მომდევნო ტურში აქვს შანსი, ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმოს.

ასევე იხილეთ:
არიენ რობენი: "ვერდერთან" შეხვედრა იოლი არ იყო, როგორც ეს გარედან ჩანს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული