"არ მიყვარს კითხვები ჩემი მომავლის შესახებ. ჩემი სამუშაოა, ვითამაშო ფეხბურთი. ჩემი მომავლის შესახებ კითხვები დაუსვით "ბაიერნის" ხელმძღვანელობას.
მე მხოლოდ მოთამაშე ვარ, ამიტომ ვერ გადავწყვეტ, დავრჩები გუნდში თუ ტრანსფერზე დამაყენებენ. კლუბმა უკვე განაცხადა, რომ არსად მივდივარ. სალაპარაკოც აღარაფერია.
"ბაიერნში" ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ეს კლუბი ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი რომ არ ყოფილიყო, ახალ კონტრაქტს ხელს არ მოვაწერდი.
"ბარსელონა" ჩემით დაინტერესებული იყო რამდენიმე წლით წინ, როცა გუნდს ხოსეპ გვარდიოლა წვრთნიდა, მაგრამ მიუნხენში დარჩენა ვამჯობინე.
ჩემი
ნათელია, "ბაიერნში" მესი რომ გადასულიყო და გოლები ისე გაეტანა, როგორც ამას ახლა აკეთებს, გუნდს ფორვარდი საერთოდ არ დასჭირდებოდა", - თქვა გომესმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით