"არ ვიცი, დათანხმდება თუ არა კავანი "ბაიერნში" გადასვლაზე, მაგრამ გერმანულ კლუბს ურუგვაელ ფეხბურთელზე თვალი უჭირავს, რადგან ის ევროპის საუკეთესო თავდამსხმელთა სამეულში შედის.
"ბაიერნი" ღირსეული კლუბია და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მათ კავანის გადაბირება სურთ.
მით უმეტეს, რომ მარიო გომესი იმ ფორმაში აღარაა, რომელშიც ტრავმამდე იყო. ამიტომ გუნდს შეტევის გაძლიერება სურს.
"ნაპოლის" პრეზიდენტი დე ლაურენტისი ტრანსფერის თანხად 70 მილიონ ევროს ასახელებს, მაგრამ ვფიქრობ, ის 50 მილიონზეც არ იტყვის
"ბაიერნს" ფოლიც აქვს და ამბიციებიც, რომ ეს ტრანსფერი განახორციელოს", - აღნიშნა გაიომ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით