ბაიერნი: შეხვედრა ბომბარდირთან

AutoSharing Option

„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ბუნდესლიგაში პარასკევის მატჩებს ვერ იტანს, რაზეც არაერთხელ უსაუბრია, მაგრამ მოსწონს, თუ არ მოსწონს, ეს ახლა მეორეხარისხოვანია, რადგან მიუნხენური კლუბი ისევ პარასკევს თამაშობს: რეკორდმაისტერი „ფრაიბურგს“ მასპინძლობს. სხვა დროს, „ბაიერნის“ გამარჯვებაში ეჭვი არავის შეეპარებოდა და შესაძლოა, უმეტესობა ახლაც ფიქრობს, რომ „ფრაიბურგი“ მიუნხენიდან კუდამოძუებული გაბრუნდება, მაგრამ ფაქტებით რომ ვილაპარაკოთ, 9 ტურის შემდეგ, „ფრაიბურგი“ სატურნირო ცხრილში „ბაიერნზე“ მაღლაა. რობინ დუტის მოკრძალებულ გუნდს, რომელიც გერმანიის თასიდან „კოტბუსმა“ გააგდო, ცხრა ტურის შემდეგ, რეკორდმაისტერზე 3 ქულით მეტი აქვს დაგროვებული, რაც უკვე

ძალიან დიდი მიღწევაა.
კვირასი ორჯერ თამაში ვის უნდა ხიბლავდეს, მაგრამ ვან გაალმა ისიც უნდა აღიაროს, რომ მას მერე, რაც მძიმე კვირები გადაიტანა, მისი გუნდი დაუმარცხებელია. უფრო ზუსტად: ოთხი კვირაა, „ბაიერნს“ თამაში არ წაუგია, სამშაბათს კი, გერმანიის თასიდან
„ვერდერი“ გააგდო. მოკლედ, ბავარიული გრანდი ნელ-ნელა შედის ფორმაში.

რაც შეეხება „ფრაიბურგს“: ბრაისგაუელები ბუნდესლიგაში თამაშებს ან იგებენ, ან აგებენ - ფრე ჯერ არ უთამაშიათ. თანაც, თუ იგებენ, მხოლოდ მცირე სხვაობით და თუ აგებენ, ასევე მხოლოდ მცირე სხვაობით. „ფრაიბურგმა“ ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება მხოლოდ ერთხელ, „ზანკტ პაულისთან“ დააფიქსირა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: „ფრაიბურგის“ გოლეადორი პაპის დემბა სისე ჯანმრთელადაა და დღეს აუცილებლად ითამაშებს. ამ უკანასკნელს ბუნდესლიგაში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი - ზუსტად იმდენი, რამდენიც „ბაიერნს“ საერთო ჯამში. ცხადია, სისე ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.


სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ტიმოშჩუკი (ან ვან ბუიტენი), ბადშტუბერი, პრანიჩი - ოტლი, შვაინშტაიგერი - ჰამით ალთინთოფი, კროოსი, თ. მიულერი - გომესი.
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ტოპრაკი, ბასტიანსი - ი. შუსტერი - ნიკუ, მაკიადი, კალიგიური, აბდესადკი - სისე.
გოტფრიდ ლენცი

 თ მ ფ წ ბ ქ
1. მაინცი 9 8 0 1 19-8 24
2. ბორუსია (დ) 9 7 1 1 21-7 22
3. ჰანოვერი 9 5 1 3 13-12 16
4. ჰოფენჰაიმი 9 4 3 2 17-13 15
5. ლევერკუზენი 9 4 3 2 18-15 15
6. ჰამბურგი 9 4 3 2 13-11 15
7. ფრაიბურგი 9 5 0 4 14-14 15
8. ვერდერი 9 4 2 3 17-18 14
9. აინტრახტი 9 4 1 4 14-9 13
10. ზტ. პაული 9 4 1 4 11-12 13
11. ბაიერნი 9 3 3 3 8-8 12
12. ნიურნბერგი 9 3 3 3 11-12 12
13. ვოლფსბურგი 9 3 1 5 15-16 10
14. შტუტგარტი 9 2 1 6 16-17 7
15. კაიზერსლაუტერნი 9 2 1 6 10-18 7
16. შალკე 9 1 3 5 10-16 6
17. ბორუსია (მ) 9 1 3 5 14-27 6
18. კიოლნი 9 1 2 6 9-17 5

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული