ფრონტცეკმა ბობადილია სიიდან წაშალა

AutoSharing Option
მიონხენგლადბახის „ბორუსიაში“ მცირე არეულობაა. მიხაელ ფრონტცეკის გუნდმა გერმანიის თასზე „ლევერკუზენი“ დაამარცხა (პენალტების სერიაში) და მერვედფინალში გავიდა, მაგრამ მატჩის შემდეგ, ფრონტცეკმა თქვა, რომ გუნდის განაცხადიდან არგენტინელ თავდამსხმელ რაულ ბობადილიას ამოშლის.

ამრიგად, „გლადბახი“ ამ უქმეებზე კაიზერსლაუტერნში სათამაშოდ ბობადილიას გარეშე გაემგზავრება. საქმე იმაშია, რომ 22 წლის თავდამსხმელმა „ლევერკუზენთან“ მატჩის დროს, შეცვლისას ხელი არც მის ნაცვლად მოედანზე გასულ დე კამარგოს ჩამოართვა და არც მწვრთნელ ფრონტცეკს. ეს განრისხება კი ბობადილიას განაცხადიდან ამოშლად დაუჯდა. მასთან ერთად, გუნდს კაიზერსლაუტერნში ვერც მცველი როელ ბრუვერსი მიჰყვება. ამ უკანასკნელს არაფერი
დაუშავებია, უბრალოდ, მცირე ტრავმა მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული