სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, მიუნხენური კლუბი "აინტრახტთან" სტუმრად გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ჩემპიონობას 6 ტურით ადრე მოიპოვებს.
67 წლის სპეციალისტი აღიარებს, რომ გუნდს ჩემპიონობის აღნიშვნისა და ალკოჰოლის მიღების ნებაც დართო მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 აპრილს "ბაიერნს" ტურინში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩი ელის "იუვენტუსთან".
"ეს ჩვენთვის უდიდესი მიღწევა იქნება და ძალიან ბედნიერებიც ვიქნებით. თუკი ვინმეს ლუდის მირთმევა ენდომება, შეუძლია
თუმცა, "ბაიერნის" დამრიგებელი სიფრთხილეს ინარჩუნებს და მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს მდევარ "ბორუსიასთან" 20-ქულიანი უპირატესობა აქვს, თავს ჩემპიონად ჯერ არ მიიჩნევს.
"მე მეოცნებე არ ვარ. მე რეალისტი ვარ. ვიცი, რომ ახლა ოცნების დრო არაა.. ჩვენ ჯერ არაფერი, საერთოდ არაფერი მოგვიგია", - დასძინა ჰაინკესმა.
ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXVIII ტურის წინ: გაიფორმებს "ბაიერნი" სინს?