ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დორტმუნდი ბოლოს და ბოლოს, რვაწლიანი პაუზის მერე, ისევ საჩემპიონო გუნდია? აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ მიმდინარე სეზონში BVB განსაკუთრებით კარგად, მეტიც, თითქმის იდეალურად გამოიყურება, უშუალოდ ტურისა და პირველი წრის ცენტრალურ მატჩში კი ბრწყინვალე იყო „შავ-ყვითლების“ ახალგაზრდა (თუმცა „დორტმუნდში“ ყველა ახალგაზრდაა) ვარსკვლავი მარიო გიოტცე, რომელმაც ჯერ ულამაზესი გოლი გაიტანა, მერე კი ულამაზესი საგოლე პასიც გააკეთა. ამ ყველაფრის ფონზე კი ნამდვილად აღარ გვიკვირს, რომ „ბორუსიას“ გენიალური ფანები რვა წლის მერე, კვლავ ოცნებობენ „ვერცხლის სინზე“ და ეს ოცნება წინა და იმის წინა სეზონების ოცნებებისგან იმით განსხვავდება, რომ „რეალურია“, აბსოლუტურად რეალური.
„მაინცი“ საკუთარ მოედანზეა უძლიერესი, „ბორუსია“ კი გასვლით მატჩებში, რაც ამ შეხვედრას ინტერესს კიდევ უფრო მატებდა. მაინცელებმაც და დორტმუნდელებმაც, თამაში უკანმოუხედავი შეტევებით დაიწყეს და თავიდანვე სურდათ „ბრუხვეგშტადიონის“ მოედანზე კონტროლის დამყარება, მაგრამ პირველი საგოლე მომენტი მაინც „დორტმუნდმა“ შექმნა, როცა კონტრშეტევაზე ლუკას ბარიოსს შეძლო გოლის გატანა, მაგრამ მისი ჭკვიანური დარტყმა ვეტკლოს კარს მცირე მანძილით ასცდა (მე-14 წუთი). აქედან კი სულ „ბორუსია“ უტევდა - იურგენ კლოპის ამჟამინდელმა გუნდმა, ყოფილი სამწყსო საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა და წნეხი იმდენაც მძიმე იყო, რომ ერთ მომენტში, „მაინცის“ მცველ ნიკოლჩე ნოვესკის პასი მეკარე ვეტკლომ ვერ გააჩერა და „კარნავალელთა“ კარში კინაღამ უკურიოზულესი გოლი გავიდა. მერე კი გიოტცეს დრო დადგა: მარიოს ჯერ ვეტკლომ აუღო (მე-20 წუთზე), მაგრამ ექვსი წუთის შემდეგ, გიოტცემ მაინცელთა კარის დარაჯი მაინც გააბითურა, მანამდე კი მასპინძელთა მცველები დატოვა პირშიჩალაგამოვლებული (აღსანიშნავია ნური შაჰინის ჩინებული პასიც).
...და „მაინცი“? თომას ტუხელის შეგირდები ბევრს ცდილობდნენ, მედგრად იბრძოდნენ და თავს არ ზოგავდნენ, მაგრამ მათ მაინც აკლდათ ის სიმსუბუქე, რითაც წინა ტურებში ქულებს აგროვებდნენ და რის გამოც „მაინცს“ დღემდე ახალი სეზონის უმთავრესი აღმოჩენა ჰქვია. სამაგიეროდ, მაინცელები მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ათამაშდნენ.
ვითარება მეორე ნახევრის დაწყებისთანავე დაიძაბა: „ბორუსიას“ დაცვის ბურჯმა ნევენ სუბოტიჩმა საჯარიმოში „მაინცის“ გოლეადორი ადამ შალაი დასცა და მსაჯმა ვაინერმა მაშინვე პენალტი დანიშნა, რომელიც მაინცელთა სტაჟიანმა პენალტისტმა ოიგენ პოლანსკიმ ვერ გამოიყენა - ბრწყინვალედ ითამაშა დორტმუნდელთა მეკარე რომან ვაიდენფელერმა. თერთმეტმეტრიანის ვერგამოყენებამ მაინცელები კიდევ უფრო გააბრაზა. ტუხელის შეგირდები მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უტევდნენ. ანგარიშის გათანბრება სხვადასხვა დროს სამი ალაგუის, ლუის ჰოლტბისა და შეცვლაზე შესულ ანდრე შიურლეს შეეძლოთ, მაგრამ ვერაფრით იხეირეს. 67-ე წუთზე კი, „ბორუსიამ“ მეორე გოლი გაიტანა და მაინცელთა იმედები, მოეპოვებინათ თუნდაც ქულა, ეთამაშათ თუნდაც მხოლოდ ფრე, საბოლოოდ დაასამარა, რადგან „მაინცი“ ორი გოლის გამტან გუნდს ნაღდად არ ჰგავდა. გოლი კი ბარიოსის ანგარიშზეა, მაგრამ გოლზე მეტად, პასი იყო გენიალური - მარიო გიოტცეს პასი...
მოკლედ, „ბორუსია“ პირველ ადგილზე დაბრუნდა და დორტმუნდში ზეიმი გრძელდება. თანაც, ზეიმი ასი პროცენტით სრულყოფილია, რადგან „ბორუსიას“ მოსისხლე მტერი „შალკე“ ისევ ფსკერზეა. მოკლედ, ფელიქს მაგათის გუნდს აღარც მწვრთნელის მუქარა შველის. გელზენკირხენელები ისევ დამარცხდნენ, ამჯერად საკუთარ მოედანზე, „ლევერკუზენთან“ და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ „შალკეს“ ამ სეზონში ბუნდესლიგაში საშინაო გამარჯვება ჯერ არ უზეიმია. მეათე მატჩში განცდილმა მეექვსე მარცხმა შალკელები უკვე შოკში ჩააგდო!
ფელიქს მაგათი: „ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ცხრილის ბოლოში ყოფნას მიჩვეულები არ არიან. ამიტომაც ვერ ერკვევიან არსებულ სიტუაციაში.“ ერთი სიტყვით, მაგათი ფეხბურთელებისთვის ხელის დაფარებას განაგრძობს და ვერავინ ხვდება, რატომ აკეთებს ამას, რადგან პარასკევს ამბობდა, „ლევერკუზენთან“ ერთი ქულაც კი არ დამაკმაყოფილებს, აუცილებლად უნდა მოვიგოთო. შესაძლოა, ფელიქსი მართალია, მაგრამ იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც „ლევერკუზენთან“ ითამაშეს, ფელიქსმა შვიდი თვითონ იყიდა, ამ ზაფხულს. სამმა მათგანმა მატჩის შემდეგ ხმა აიმაღლა. კრისტოფ მეტცელდერმა თქვა, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ და პოზიტიური პერსპექტივაც არ ჩანსო. რაულიც სასოწარკვეთილია - მას პირველად უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა („შალკეს“ მდგომარეობას ჯერჯერობით სწორედ გადარჩენისთვის ბრძოლა ჰქვია): „გოლები ვერა და ვერ გაგვაქვს, რის გამოც აქ უკვე ყველას ეშინია. შიში კი ძალიან ცუდი რამ არის,“ - თქვა რაულმა.
რაც შეეხება „ლევერკუზენს“: „ფარმაცევტების“ თავკაცმა იუპ ჰაინკესმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე „ყნოსვა“ აქვს და ამჯერად მაგათს „უჩვენა სეირი“: შესვენებაზე მან მოედანზე ბარნეტას ნაცვლად სემი შეუშვა, ამ უკანასკნელმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა. მაგათი იძულებული გახდა, მეორე ტაიმში ტაქტიკა შეეცვალა და დაცვის მარცხენა ფრთაზე რაკიტიჩი გაამწესა (!). სემის გოლი კი მეტწილად სწორედ რაკიტიჩის ბრალი იყო. ზოგადად, „ფარმაცევტები“ ქების ღირსნი არიან. მიუხედავად ბალაკის, ჰიიპიას, კასტროსა და კისლინგის არყოფნისა, „ბაიერი“ საკმაოდ სტაბილურად თამაშობს. „შალკეს“ ხვალ ჩემპიონთა ლიგის მატჩი ელის „ჰაპოელთან“ და თუ თელ ავივში მოიგო, მერვედფინალისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს, მაგრამ ეს ვერაფერი შეღავათია, რადგან გელზენკირხენში არავის სჯერა, რომ „შალკემ“ შეიძლება ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ბუნდესლიგაში კი გუნდი ჩაფლავებულია. ამიტომაც თქვა მაგათმა, ჩვენთვის, ერთი კვირის შემდეგ, „ზანკტ პაულისთან“ გასამართი მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თელ ავივის თამაშიო.
„ვოლფსბურგმა“ ედინ ჯეკოს დუბლით „შტუტგარტს“ მოუგო და შვაბური კლუბი გასავარდნ ზონაში დააბრუნა - VFB-ს დროებით თავკაც იენს კელერისთვის ეს პირველი მარცხი იყო. მეორე დროებითმა მწვრთნელმა, ფრანკ შეფერმა კი, რომელიც „კიოლნს“ ჩაუდგა სათავეში, შესანიშნავი დებიუტი იზეიმა: „თხებმა“ „ჰამბურგი“ 3:2 დაამარცხეს და მატჩის გმირი მილოვოე ნოვაკოვიჩი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. შეგახსენებთ, რომ შეფერის წინამორბედი სოლდო ნოვაკოვიჩს არ ათამაშებდა ხოლმე. კრიზისში მყოფი გუნდების დუელში „კაიზერსლაუტერნმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსია“ 3:0 გაანადგურა - „ეშმაკების“ ამ თამაშის არმოგების მორალური უფლება არც ჰქონდათ, რადგან შაბათს მათი და სრულიად გერმანიის ლეგენდარული ფეხბურთელის, ფრიც ვალტერის დაბადების დღე იყო. ვალტერი, რომელიც 2002 წელს გარდაიცვალა, შაბათს 90 წლის გახდებოდა. მოკლედ, კაიზერსლაუტერნში მონასტერი დალაგდა, „ვერდერში“ კი აირია - ბრემენელები საკუთარ „ვეზერშტადიონზე“ „ნიურნბერგთან“ დამარცხდნენ, რის შემდეგაც კლუბის ბოსი კლაუს ალოფსი მარცხენა მცველ სილვესტრს მისდგა, მწვრთნელი თომას შააფი ნახევარმცველ მარკო მარინს, ხოლო ტორსტენ ფრინგსი კი ყველას და ყველაფერს, თუმცა ამ ყველაფერზე დეტალურად მომდევნო ნომრებში ვისაუბროთ...
მომდევნო ტური
5 ნოემბერი. შალკე-ზანკტ პაული. 6 ნოემბერი. ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი, აინტრახტი-ვოლფსბურგი, ბორუსია (მ)-ბაიერნი, ფრაიბურგი-მაინცი, ნიურნბერგი-კიოლნი. 7 ნოემბერი. ჰანოვერი-ბორუსია (დ), ლევერკუზენი-კაიზერსლაუტერნი, შტუტგარტი-ვერდერი.
ბაიერნი-ფრაიბურგი 4:2
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი 4 - ლამი 3.5, ტიმოშჩუკი 2, დემიკელისი 3, პრანიჩი 2 - ოტლი 3.5, შვაინშტაიგერი 2.5 - ჰამით ალთინთოფი 4.5 (46. ვან ბუიტენი 4), კროოსი 3.5, თ. მიულერი 4 (76. ბრააფჰაიდი) - გომესი 3.
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი 3.4 - მუიჯა 4, ბართი 4.5, ტოპრაკი 4, ბასტიანსი 4 - ი. შუსტერი 4 (81. ვილიამსი) - ნიკუ 5 (62. რაიზინგერი 2.5), აბდესადკი 4.5 (77. პამიჩი), მაკიადი 5, პუცილა 4 - სისე 4.5.
გოლები: 1:0 დემიკელისი (39), 2:0 გომესი (61), 2:1 რაიზინგერი (64), 3:1 ტიმოშჩუკი (72), 4:1 კროოსი (80), 4:2 ბრააფჰაიდი (87-საკ. კარში)
გაფრთხილება: 0-3; დარტყმა: 16(5)-6(2); ჯარიმა: 8-12; კუთხური: 4-1; ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 69 000
ვერდერი-ნიურნბერგი 2:3
ვერდერი (4-2-2-2): მილიტცი 4 - ვესლი 4.5, მერტეზაკერი 4, პრიოდლი 5, სილვესტრი 5 (59. დ. იენსენი 4) - ბარგფრედე 4 (59. ჰანტი 5), ფრინგსი 4 - მარინი 3.5, არნაუტოვიჩი 4.5 (79. ვაგნერი) - პისარო 4, უგო ალმეიდა 3.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი 2 - იუდტი 3.5, ვოლფი 4, ნილსონი 3.5, პინოლა 4 - სიმონსი 4, კოენი 5 (55. ჰეგელერი 3) - ექიჩი 2.5, გიუნდოგანი 2 (89. მინტალი), ფრანტცი 4 (74. აიგლერი) - შიბერი 1.5.
გოლები: 1:0 უგო ალმეიდა (5), 1:1 გიუნდოგანი (45), 1:2 ექიჩი (47), 1:3 გიუნდოგანი (73), 2:3 პისარო (92)
გაფრთხილება: 2-2; დარტყმა: 12(6)-17(8); ჯარიმა: 23-15; კუთხური: 4-2; ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 35 500
ვოლფსბურგი-შტუტგარტი 2:0
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ჰიტცი 3.5 - პეკარიკი 3.5, კიაერი 2.5, ბარძალი 3, მ. შეფერი 3 - ჟოსუე 3 - რიტერი 3, დეჟაგა 4 - დიეგო 1.5 (85. კალენბერგი) - ჯეკო 2 (80. მადლუნგი), გრაფიტე 4.5 (66. მანჯუკიჩი 3.5).
შტუტგარტი (4-1-4-1): ულრაიხი 4.5 - ჩელოცი 3.5, ბულარუზი 4.5, ტასკი 5, მოლინარო 3 - ტრეში 3 - გებჰარდტი 4 (81. კამორანეზი), ჰარნიკი 3.5, კუჟმანოვიჩი 4 (70. აუდელი 4), გენტნერი 4 (80. შიპლოკი) - კაკაუ 4.5.
გოლები: 1:0 ჯეკო (6), 2:0 ჯეკო (76)
გაფრთხილება: 0-2; დარტყმა: 18(9)-12(6); ჯარიმა: 12-14; კუთხური: 7-4; ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 29 043
კიოლნი-ჰამბურგი 3:2
კიოლნი (4-2-2-2): ვარვოდიჩი 4 - ბრეჩკო 3, ჟერომელი 4, მოჰამადი 4.5, ზალგერი 4.5 - ლანიგი 3.5, მატუშიკი 4 - კლემენსი 3 (86. ჟაჟალო), ერეთი 4 (68 ჩიჰი 3) - ნოვაკოვიჩი 1 (90. პეცონი), პოდოლსკი 2.5.
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი 4 - რინკონი 4.5, ვესტერმანი 5, მატიისენი 5, ტეშე 5 - კაჩარი 3.5, ტროხოვსკი 3.5 - სონი 3, პიტროიპა 3.5 - გერერო 3 (78. ჩუპო-მოტინგი), პეტრიჩი 3.
გოლები: 1:0 ნოვაკოვიჩი (11), 1:1 პეტრიჩი (15), 1:2 სონი (24), 2:2 ნოვაკოვიჩი (29), 3:2 ნოვაკოვიჩი (84)
გაფრთხილება: 2-1; დარტყმა: 8(3)-11(4); ჯარიმა: 21-22; კუთხური: 6-3; ბურთის ფლობა: 43%-58%.
მაყურებელი: 50 000
კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (მ) 3:0
კაიზერსლაუტერნი (4-1-2-1-2): ზიპელი 3 - კირხი 3.5, ამედიკი 3, აბელი 3, ბუგერა 2.5 - ბილეკი 3.5 - ტიფერტი 1.5, დე ვიტი 3.5 (86. ვალხი) - მორავეკი 3 (90. ჰოფერი) - მიჩანსკი 4.5 (62. ნემეცი 2.5), ლაკიჩი 3.5.
ბორუსია მ. (4-2-2-2): ჰაიმეროთი 3.5 - ლეველსი 5, ანდერსონი 5.5, დემსი 5, შახტენი 5 - მარქსი 4.5, ბრედლი 5 - როისი 5, ჰერმანი 5.5 (76. კაჩუნგა) - დე კამარგო 5.5, იდრისუ 5.
გოლები: 1:0 ტიფერტი (71), 2:0 ნემეცი (83), 3:0 ლაკიჩი (88)
გაფრთხილება: 2-1; დარტყმა: 14(5)-13(3); ჯარიმა: 22-15; კუთხური: 9-4; ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 49 167
ზტ. პაული-აინტრახტი 1:3
ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი 4 - ლეხნერი 4 (81. ბრუნსი), სამბრანო 4.5, თორანდტი 4.5, ოჩიპკა 3.5 - ბოლი 3.5 (76. ნაკი), მ. ლემანი 3.5 - ასამოა 5.5, ჰენინგსი 5 (59. კრუსე 4.5), ბარტელსი 4 - ებერსი 4.5.
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი 3.5 - ს. იუნგი 3.5 (73. შტაინჰიოფერი), ფრანცი 3, რუსი 4.5, ცაველასი 2.5 - შვეგლერი 2, კიოლერი 4 (92. კლერკი) - ოხსი 4, კაიო 2.5, ჰალილ ალთინთოფი 4 - გეკასი 2 (90. ფენინი).
გოლები: 1:0 სამბრანო (5), 1:1 გეკასი (42-პენ), 1:2 გეკასი (70), 1:3 კაიო (90)
გაძევება: ასამოა (48. ზტ. პაული)
გაფრთხილება: 2-2; დარტყმა: 14(3)-8(4); ჯარიმა: 22-18; კუთხური: 6-4; ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 24 330
შალკე-ლევერკუზენი 0:1
შალკე (4-2-2-1-1): ნოიერი 3.5 - უჩიდა 3.5, ჰიოვედესი 3.5, მეტცელდერი 4, შმიტცი 4 (46. მატიპი 4/86. გავრანოვიჩი) - კლუგე 4 (72. ედუ), რაკიტიჩი 4.5 - ფარფანი 3, ხურადო 4.5 - რაული 5 - ჰუნტელაარი 3.5.
ლევერკუზენი (4-2-2-2): ადლერი 3 - შვააბი 3.5, მ. ფრიდრიხი 3, რაინარტცი 3.5, კადლეცი 4 - ლ. ბენდერი 3, ვიდალი 2.5 - ბალიტში 4.5, ბარნეტა 4 (46. სემი 2.5) - ჰელმესი 5 (64. როლფესი 3.5), დერდიოკი 4.
გოლი: 0:1 სემი (65)
გაფრთხილება: 1-0; დარტყმა: 7(4)-11(3); ჯარიმა: 21-10; კუთხური: 5-5; ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 61 673
მაინცი-ბორუსია (დ) 0:2
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - ბუნგერტი (46. რისსე), სვენსონი, ნოვესკი, ფუხსი - პოლანსკი - კალიგიური, სოტო - ჰოლტბი (71. შიურლე) - ალაგუი (83. ივანშიტცი), შალაი.
ბორუსია დ. (4-3-2-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი (69. ფელიპე სანტანა), შმელცერი - გროსკროიტცი, ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - გიოტცე (79. ლევანდოვსკი), კაგავა - ბარიოსი (86. და სილვა).
48-ე წუთზე პოლანსკიმ (მაინცი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 0:1 გიოტცე (26), 0:2 ბარიოსი (67)
გაფრთხილება: 1-0; დარტყმა: 11(4)-17(8); ჯარიმა: 13-25; კუთხური: 5-8; ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 20 300
ჰოფენჰაიმი-ჰანოვერი 4:0
ჰოფენჰაიმი (4-2-2-2): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, ლუის გუსტავო (67. გულდე) - ვაისი, რუდი - სიგურდსონი, ობასი (58. აიხნერი) - ბა (81. პრინს ტაგო), მლაპა.
ჰანოვერი (4-2-2-2): ფრომლოვიტცი - ჩერუნდოლო, ჰაგი, კ. შულცი, ჯაპკა - შმიდებახი, პინტუ (46. შტინდლი) - შტოპელკამპი, რაუში (77. ბიზლი) - ია კონანი, აბდელაუ (65. ჩაჰედი).
გოლები: 1:0 სიგურდსონი (45), 2:0 სიგურდსონი (48-პენ), 3:0 ბა (51), 4:0 მლაპა (71)
გაძევება: შმიდებახი (18. ჰანოვერი)
გაფრთხილება: 1-3; დარტყმა: 18(7)-5(2); ჯარიმა: 10-15; კუთხური: 4-2; ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 28 450
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 10 8 1 1 23-7 25
2. მაინცი 10 8 0 2 19-10 24
3. ჰოფენჰაიმი 10 5 3 2 21-13 18
4. ლევერკუზენი 10 5 3 2 19-15 18
5. აინტრახტი 10 5 1 4 17-10 16
6. ჰანოვერი 10 5 1 4 13-16 16
7. ბაიერნი 10 4 3 3 12-10 15
8. ჰამბურგი 10 4 3 3 15-14 15
9. ნიურნბერგი 10 4 3 3 14-14 15
10. ფრაიბურგი 10 5 0 5 16-18 15
11. ვერდერი 10 4 2 4 19-21 14
12. ვოლფსბურგი 10 4 1 5 17-16 13
13. ზტ. პაული 10 4 1 5 12-15 13
14. კაიზერსლაუტერნი 10 3 1 6 13-18 10
15. კიოლნი 10 2 2 6 12-19 8
16. შტუტგარტი 10 2 1 7 16-19 7
17. შალკე 10 1 3 6 10-17 6
18. ბორუსია (მ) 10 1 3 6 14-30 6
ბომბარდირები: 9 - გეკასი (აინტრახტი); 8 - სისე (ფრაიბურგი); 7 - ჯეკო (ვოლფსბურგი); 6 - ბა (ჰოფენჰაიმი), გრაფიტე (ვოლფსბურგი), უგო ალმეიდა (ვერდერი), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი). 5 - ბარიოსი (ბორუსია დ), ჰუნტელაარი (შალკე), პოგრებნიაკი (შტუტგარტი), ია კონანი (ჰანოვერი).
II ბუნდესლიგა
X ტური
არმინია-უნიონი 1:2
გოლები: 0:1 პაიტცი (61), 1:1 ბერიშა (63), 1:2 ბენიამინა (73)
ფიურტი-აუე 1:2
გოლები: 0:1 ჰენსელი (12), 1:1 პრიბი (14), 1:2 კერნი (58)
ფრანკფურტი-პადერბორნი 2:0
გოლები: 1:0 ვუნდერლიხი (51), 2:0 ფილინგერი (92)
ჰერტა-ინგოლშტადტი 3:1
გოლები: 1:0 რაფაელი (17), 1:1 მო. ჰარტმანი (23), 2:1 დომოვჩიისკი (52), 3:1 რამოსი (69)
კარლსრუე-მიუნხენ 1860 2:4
გოლები: 0:1 ლაუთი (40), 0:2 ბიულოვი (55), 1:2 იაშვილი (58-პენ), 1:3 ლაუთი (60), 2:3 შტეფან მიულერი (63), 2:4 შტალი (80)
კოტბუსი-ბოხუმი 2:1
გოლები: 0:1 იულა (28-საკ. კარში), 1:1 პეტერსენი (56), 2:1 ადლუნგი (67)
ალემანია-ოსნაბრიუკი 2:1
გოლები: 1:0 აუერი (14), 1:1 ლინდემანი (58), 2:1 ფაისტჰამელი (91)
ობერჰაუზენი-აუგსბურგი 0:3
გოლები: 0:1 რაფაელი (23), 0:2 თურკი (39), 0:3 ჰაინი (68)
ფორტუნა-დუისბურგი დღეს
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰერტა 10 8 2 0 20-6 26
2. აუე 10 7 2 1 14-7 23
3. დუისბურგი 9 7 0 2 19-7 21
4. ფიურტი 10 6 1 3 15-9 19
5. კოტბუსი 10 6 1 3 21-16 19
6. ფრანკფურტი 10 6 0 4 12-9 18
7. აუგსბურგი 10 5 1 4 17-11 16
8. მიუნხენ 1860 10 5 3 2 15-10 16
9. ალემანია 10 4 4 2 15-13 16
10. ობერჰაუზენი 10 4 2 4 9-13 14
11. ბოხუმი 10 4 1 5 12-14 13
12. პადერბორნი 10 3 1 6 10-12 10
13. ოსნაბრიუკი 10 3 1 6 16-20 10
14. უნიონი 10 2 3 5 11-16 9
15. კარლსრუე 10 2 2 6 14-26 8
16. ფორტუნა 9 2 0 7 6-16 6
17. ინგოლშტადტი 10 1 1 8 9-19 4
18. არმინია 10 1 1 8 8-19 4
ბომბარდირები: 8 - პეტერსენი (კოტბუსი); 5 - ბალიაკი (დუისბურგი), ჩონგი (ბოხუმი), დომოვჩიისკი (ჰერტა), ლაუთი (მიუნხენ 1860), თურკი (აუგსბურგი).
III ბუნდესლიგა
აალენი-ბაიერნი II 2:2, ალენი-ვეენი 4:1, რეგენსბურგი-შტუტგარტი II 1:2, ბურგჰაუზენი-ოფენბახი 4:3, ბაბელსბერგი-ბრაუნშვაიგი 0:3, უნტერჰახინგი-კარლ ცაისი 1:1, ვერდერი II-ჰაიდენჰაიმი 0:1, ჰანზა-ზაარბრიუკენი 2:1, ერფურტი-ზანდჰაუზენი 2:1, კობლენცი-დრეზდენი 0:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"