კიევის "დინამო" კლაას-იან ჰუნტელაარს ყიდულობს

AutoSharing Option
უკრაინული გრანდი, კიევის "დინამო" მაღალი კლასის ფორვარდს ეძებს. უკრაინელებმა უკვე შეარჩიეს კანდიდატურა - გერმანული "შალკეს" შემტევი კლაას-იან ჰუნტელაარი. 29 წლის ჰოლანდიელს მაინცდამაინც წარმატებული სეზონი არა აქვს ბუნდესლიგაში.

"შალკეს" და "დინამოს" შორის ურთიერთობა ბრაზილიელი რაფაელის განათხოვრებით დაიწყო. ის გერმანიაში მოსწონთ და გამოსყიდვა სურთ, მაგრამ კიეველთა ფასი ეძვირებათ.

ამიტომ "დინამო" მზადაა, სხვა წინადადება შესთავაზოს "შალკეს" - ფეხბურთელთა გაცვლა. სავარაუდოდ, უკრაინელებს ამ შემთხვევაში თანხის დამატება მოუწევთ, რადგან "ტრანსფერმარკტის" ცნობით, ჰუნტელაარის საბაზრო ფასი 14 მილიონი ევროა, ხოლო რაფაელის - 9.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი "შალკეში"
"მილანიდან" 2010 წელს გადავიდა 14 მილიონ ევროდ. მანამდე ის "რეალში", "აიაქსში", "ჰერენვეენსა" და პსვ-ში თამაშობდა.

ასევე იხილეთ:
კლაას-იან ჰუნტელაარი "შალკეში" რჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული