იუპ ჰაინკესის გუნდმა მიმდინარე სეზონში 84 ქულა დააგროვა, რაც სარეკორდო ნიშნულია.
"ფრაიბურგთან" (1:0) გამარჯვების შემდეგ მიუნხენელებს 84 ქულა გაუხდათ. გამარჯვების გოლი შაქირიმ გაიტანა.
აქამდე რეკორდი დორტმუნდის "ბორუსიას" ეკუთვნოდა, რომელმაც გასულ სეზონში 81 ქულა დააგროვა.
აქვე გეტყვით, რომ ბუნდესლიგის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი და "ბაიერნს" სავსებით შეუძლია 93-ქულიან ნიშნულს მიაღწიოს.
იხილეთ ვიდეო