"ლევერკუზენის" ფეხბურთელის გარაჟს და სახლს ცეცხლი გაუჩინეს

AutoSharing Option
ცუდად დაიწყო დღე ლევერკუზენის "ბაიერის" პოლონელი მცველი სებასტიან ბიონიშისთვის - გარაჟში მთლიანად დაიწვა მისი ავტომანქანა.

გამთენიისას ახლომდებარე შენობას ხანძარი გაუჩნდა, რომელიც გარაჟს უმალ მოედო და იქ მდგარი ორივე ავტომობილი გამოიწვა. ერთ-ერთი ბიონიშის "მერსედესი" იყო.

ცოტაც და ბიონიშის სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრებოდა, ხანძარი ფეხბურთელის სახლზეც გადავიდა, მაგრამ მეხანძრეებმა იყოჩაღეს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ხანძარი სპეციალურად გააჩინეს.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
რუსი ჰოკეისტი ცეცხლმოდებულ სახლში დაიწვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული