„მაინცი“ გერმანიის თასიდანაც გავარდა (მეორებუნდესლიგელ „ალემანიასთან“ დამარცხდა) და ბუნდესლიგაში ლიდერობაც დაკარგა, რის შემდეგაც კონკურენტებმა „ხელები მოიფშვნიტეს“ - ნიშნავს თუ არა ეს, რომ სეზონის მთავარ აღმოჩენას კრიზისი და ჩავარდნა ეწყება? ტუხელი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და კატეგორიულად ამბობს, არავითარ
„ჩვენ კრიზისის არ უნდა გვეშინოდეს და არც გვეშინია. შეუძლებელია, რომ ათი ტურის შემდეგ შემთხვევით იყო მეორე ადგილზე. რვა თამაში მოვიგეთ, რაც გენიალური მიღწევაა და მხოლოდ იმიტომ, რომ დორტმუნდის „ბორუსია“ ერთ მატჩში ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა, ყურების ჩამოყრა ნამდვილად არ შეიძლება. ჩვენ ძველებურად თავდაჯერებულები ვართ,“ - ეს „მაინცის“ საყრდენი ნახევარმცველის, ოიგენ პოლანსკის სიტყვებია, რომელმაც „დორტმუნდთან“ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა (დარტყმა „ბორუსიას“ მეკარე რომან ვაიდენფელერმა აუღო).
სხვათა შორის, „მაინცს“ ექსპერტები ჩავარდნას „ჰამბურგთან“ წაგების (0:1) მერეც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მომდევნო ტურში კარნავალელებმა „ლევერკუზენის“ დამარცხება (1:0) შეძლეს. ახლა კი, ბუნდესლიგაში „ფრაიბურგს“ ხვდებიან და თუ ისევ მოიგეს, „მაინცის“ ჩავარდნა-კრიზისზე საუბარი მაშინვე შეწყდება. გამთამაშებელი ლუის ჰოლტბი ამბობს, ფაქტია, რომ იმაზე გაცილებით უკეთ თამაში შეგვიძლია, ვიდრე „ბორუსიასთან“ ვითამაშეთო. მენეჯერი კრისტიან ჰაიდელიც დარწმუნებულია, რომ ტუხელის გუნდის ფეხზე დაყენებას შეძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
პატივისცემით!!!
რედაქცია: გმადლობთ, რომ ყურადღებას იჩენთ. თქვენი შენიშვნა მისაღებია. შეცდომა გამოსწორებულია :)