მე-16 ადგილზე გასული გუნდი პლეი ოფში ალბათ "კაიზერსლაუტერნს" დაუპირისპირდება, ვინც ამჟამად მეორე ბუნდესლიგაში მე-3 ადგილზეა გამაგრებული.
ევროპულ ტურნირებზე გასვლის შანსი "გლადბახს" თვალსა და ხელს შუა შემოადნა, როცა ჩემპიონატის ბოლო 6 ტურში 4-ჯერ დამარცხდა. მათ შორის კონკურენტ "შალკესთან". დარჩენილ თამაშებში 4-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა ლუსიენ ფავრის გუნდს ძალიან
"შალკე" გაჭირვებულ "შტუტგარტთან" გამარჯვების შემთხვევაში მეოთხე ადგილს საბოლოოდ დაიმკვიდრებს. გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი ალბათ სწორედ ამაზე ოცნებობს, რადგან "აინტრახტისგან" განსხვავებით "ხუმარებს" ევროპის ელიტურ კლუბებთან თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ და ასე თუ ისე გუნდიც ბევრად უკეთ არის დაკომპლექტებული.
მიუხედავად იმისა, მოახერხებს თუ არა იენს კელერი მიზნის მიღევას, მას, როგორც ჩანს, "აუფ შალკედან" წასვლა მაინც მოუწევს. დევიდ მოიესისა და შტეფან ეფენბერგის შემდეგ "შალკეში" დანიშვნა ხოაკინ კაპაროსსაც უწინასწარმეტყველეს. ბრუნო ლაბადიას გუნდი ბუნდესლიგის მატჩებში სათანადოდ განწყობას უკვე ვეღარ ახერხებს. გერმანიის თასის ფინალში გასვლის წყალობით შვაბებმა სეზონის უმთავრესი მისია უკვე შეასრულეს.
მიუნხენის "ბაიერნი" როგორ ფორმაშია, ვფიქრობთ, ამაზე წერა ჩვენი გაზეთის მკითხველს არ სჭირდება. ბავარიულ დერბიში აშკარა ფავორიტი სწორედ იუპ ჰაინკესის გუნდია. იქამდე, ვიდრე გერმანიის ჩემპიონებს სეზონის გადამწყვეტი თამაშების ჯერი დაუდგებათ (ვგულისხმობთ ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის ფინალებს), დრო კიდევ არის. თუმცა იქამდე "ბაიერნმა" დამსახურებული კაცი პენსიაზე უნდა გააცილოს.
ჰაინკესი ტრებლის მოგების შემთხვევაში სამწვრთნელო საქმეს ალბათ სამუდამოდ ჩამოშორდება. დღეს კი ის "ალიანს არენაზე" უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს. ბაიერნელების წინასამატჩო განწყობა ალბათ იოლი წარმოსადგენია, თამაშის დასრულების შემდეგ ხომ მათ მიუნხენის ქუჩებში გულშემატკივართან ერთად ზეიმი აქვთ დაგეგმილი.
"აუგსბურგმა" ბოლო პერიოდში თამაში აშკარად გამოასწორა, თუმცა სტაბილურობას მაინც ვერ მიაღწია და არ გვგონია, მიუნხენში ქულის მოსაპოვებლად ძალა ეყოს. ბუკმეიკერები მასპინძელთა წარმატებაზე ძალიან დაბალ ფსონს (1,15) იძლევიან.
ბუნდესლიგა. XXXIII ტური
11 მაისი
მაინცი-გლადბახი 17:30
დისკვალიფიკაცია: ციმლინგი (მაინ)
ტრავმა: კარიუსი, კირჰოფი, შილკი, ედე, რუკავიცა, ჩუპო-მოტინგი, კლასნიჩი, ჟალაი -
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +7=5-7 (21-23)
შალკე-შტუტგარტი 17:30
დისკვალიფიკაცია: დრაქსლერი - საკაი
ტრავმა: მეტცელდერი, პაპადოპულოსი, აფელაი, კლინგენბურგი, პლიაციკასი, ობასი - ციგლერი, ფელიპე, რიუდიგერი, ბაჰი, დიდავი, ჰაინალი, შტიოგერი, კაკაუ, მაკედა
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 თამაში: +32=14-41 (103-141)
ლევერკუზენი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლომბი, პუში - რადლინგერი, ჯურუ, შულცი, აიჩიჩეკი, ფრანსა, გისელმანი, ჰუშტი, შიუნემანი, შტინდლი, აბდელაუი, ია კონანი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +13=9-5 (49-28)
ფორტუნა-ნიურნბერგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბალოგუნი, ლატკა, ერატი, მიულერი, აიდინი, რაფაელი, ვორონინი - შტეფანი, ჩენდლერი, მარკოს ანტონიო, ნილსონი, გებჰარტი, ჰლუსეკი, ილდიზი
ბოლო 6 მატჩი
+0=1-5 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +6=8-13 (40-54)
ფიურტი-ფრაიბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შმიდტგალი, პეკოვიჩი, ზარარერი, ტირალა, ვარგა, ცილნერი, ფალი, ოდანცა - კრმასი, ტერაცინო, ბუზიანი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +4=0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +2=7-4 (15-14)
ბაიერნი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: რაფინია, ბოატენგი - კალსენ ბრაკერი
ტრავმა: რაედერი, რიდმიულერი, ბადშტუბერი, კროოსი, ვაირაუხი - გელიოსი, ლანგკამპი, ნებელი, თიდე
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +4=0-0 (8-2)
ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: ვესტერგორი (ჰოფ)
ტრავმა: გომეში, კონრადი, იაისლე, იენსენი, გრიფო, პოლანსკი, სასი, შიონი, უსამი, ვუკჩევიჩი, ვიზერი, უილიამსი, დერდიოკი, გრეგორიჩი, ჰერდლინგი - ნოიჰაუსი, მანსიენი, სოვა, შტენბერგი, არსლანი, ინგრესო, კაჩარი, ნორდგოორი, სკელბრედი, შტაინმანი, ბერგი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 თამაში: +3=2-4 (13-8)
ვოლფსბურგი-დორტმუნდი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დრევესი, პანევიტცი, პილარი, ჰელმესი - ოვომოიელა, ამინი, გიოტცე
ბოლო 6 მატჩი
+2=4-0 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +7=7-17 (39-60)
ვერდერი-აინტრახტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფანდერი, ვოლფი, რიოკერი, ეკიჩი, ა. სტევანოვიჩი, პ. სტევანოვიჩი, ტრიბული, არნაუტოვიჩი, ელია, ფიულკრუგი - ტრაპი, ამედიკი, დუდა, ჰინი, კემპფი, ვილე, კიტელი, შვეგლერი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 84 თამაში: +38=17-29 (139-120)
სატურნირო მდგომარეობა
ბომბარდირები: 23 - შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 15 - მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი), ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი), 13 - ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), ადამ ჟალაი (მაინცი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"