ბუნდესლიგა. XXXIV ტურის წინ: დღეს ბრაისგაუში

AutoSharing Option
ევროპის ელიტური ლიგებიდან ყველაზე ადრე საჩემპიონო მარათონი გერმანიაში დასრულდა. მალევე გაირკვა მეორე და მესამე ადგილების მფლობელის ვინაობაც.

ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი საგზურისთვის კი ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომელთაც ეს შანსი ჯერ კიდევ შერჩათ. "შალკე" "ფრაიბურგს" ესტუმრება და თამამად შეიძლება თქმა, რომ ეს შეხვედრა ტურის უმთავრესი სანახაობა იქნება.

თუკი "ფრაიბურგმა" "შალკე" დაამარცხა, ის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს კი მოიპოვებს, მაგრამ ვეჭვობთ ჯგუფურ ეტაპზე გააღწიოს. კრისტიან შტაიხს ახლაც კი სუსტი შემადგენლობა ჰყავს. თანაც ბრაისგაუელებმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი უკვე გაყიდეს (დანიელ კალიჯური, იან
როზენტალი, ჯონათან შმიდი
). ახლების მოსაყვანად კი ფული მაინც არ აქვთ. ასე რომ, გერმანული ფეხბურთის რენომეს ის ნამდვილად ვერ დაიცავს. "შალკეს" კი ამის შანსი ნამდვილად აქვს. და მაინც, თუკი "დრაიზამშტადიონზე" სასწაული მაინც მოხდა, "შევარდნებისთვის" ეს მესამე ყველაზე წარმატებული სეზონი იქნება არსებობის განმავლობაში.

"შალკეზე" ლაპარაკს ერთი საინტერესო ამბით დავიწყებთ: თუკი იულიან დრაქსლერი მოედანზე გავიდა, მისთვის ეს 75-ე თამაში იქნება ბუნდესლიგაში, 19 წლისას კი მსგავსი მიღწევა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ჯერ არავის ჰქონია.

იენს კელერმა "შალკე" დეკემბერში ჩაიბარა და ურთულესი სეზონი ჩაატარა. 3 თვის განმავლობაში მან გუნდს ვერც თავი გაუგო და ვერც ბოლო, მაგრამ სიტუაცია მარტის შუა რიცხვებიდან გამოსწორდა. მე-10 ადგილამდე დაქვეითებულმა "ხუმარებმა" კუთვნილი ადგილი დაიბრუნეს. კლუბმა კელერს გარჯა დაუფასა და ახალი კონტრაქტი გაუფორმა. სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, სტუმრებს დღეს სერიოზული გამოცდა ელით, რადგან "ფრაიბურგისთვის" "შალკე" ერთ-ერთი ყველაზე იოლი მეტოქეა. "ხუმარებმა" უკანასკნელი 5 შეხვედრიდან 3 კი მოიგეს, მაგრამ ბოლო ორ მატჩში ზედიზედ დამარცხდნენ.

ბუნდესლიგა. XXXIV ტური

18 მაისი
აუგსბურგი-ფიურტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გელიოსი, ლანგკამპი, ნებელი, თიდე - შმიდტგალი, ზარარერი, ტირალა, ოჰანძა
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +4=5-4 (21-19)

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოვომოიელა, გიოტცე - გომეში, იაისლე, იენსენი, გრიფო, სასი, შიონი, უსამი, ვუკჩევიჩი, ვაისი, ვიზერი, დერდიოკი, გრეგორიჩი, ჰერდლინგი
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4=3-3 (14-12)

აინტრახტი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ტრაპი, ამედიკი, დუდა, ჰინი, კემპფი, ვილე, კიტელი - დრევესი, კირიაკოსი, პანევიტცი, პილარი, ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 თამაში: +4=8-11 (28-37)

ფრაიბურგი-შალკე 17:30
დისკვალიფიკაცია: კალიჯური -
ტრავმა: კრმასი, ტერაცინო, ბუაზინი, ბუაზინი - მეტცელდერი, პაპადოპულოსი, აფელაი, ბარნეტა, კლიგენბურგი, პლიაციკასი, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +11=5-11 (39-40)

ჰამბურგი-ლევერკუზენი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნოიჰაუსი, მანსიენი, სოვა, შტენბერგი, არსლანი, ინგრესო, კაჩარი, ნორდეგორი, შტაინმანი, ბერგი - ლომბი, ბელარაბი, კასტრო, პუში, სემი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 70 თამაში: +27=19-24 (91-100)

ჰანოვერი-ფორტუნა 17:30
დისკვალიფიკაცია: - ლეველსი
ტრავმა: რადლინგერი, შულცე, აიჩიჩეკი, ფრანსა, გისელმანი, ჰუშტი, შიუნემანი, აბდელაუი - ბალოგანი, ლატკა, ერატი, მიულერი, აიდინი, რაფაელი, ვორონინი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +3=4-8 (15-22)

გლადბახი-ბაიერნი 17:30
დისკვალიფიკაცია: - რაფინია
ტრავმა: - რაედერი, რიდმიულერი, ბადშტუბერი, კროოსი, ვაირაუხი
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 თამაში: +20=27-43 (112-169)

ნიურნბერგი-ვერდერი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ბარგფრედე
ტრავმა: შტეფანი, შენდლერი, ანტონიო, ფოულნერი, გებჰარტი, ჰლუსეკი, ილდიზი - ფანდერი, ვოლფი, რიოკერი, ეკიჩი, სტევანოვიჩი, არნაუტოვიჩი, ელია, ფიულკრუგი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 59 თამაში: +15=16-28 (81-106)

შტუტგარტი-მაინცი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ციგლერი, ფელიპე, რიუდიგერი, აუდელი, დიდავი, ხედირა, შტიოგერი, კაკაუ - კირჰოფი, შლიკი, სვენსონი, ედე, რუკავიცა, ჩუპო-მოტინგი, კლასნიჩი, შალაი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=2-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +7=3-3 (23-18)

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 24 - შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), 23 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), 15 - ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი), ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული