"კიკერის" ინფორმაციით, ლუისმა და ულიმ შეხვედრის დროს ერთმანეთში გულახდილად ისაუბრეს, ხოლო საუბრის ბოლოს კი ერთმანეთს ხელი
ახლა კი, რაც შეეხება ვან გაალის პასუხს, რომელიც, ვფიქრობთ, მკითხველს ძალიან აინტერესებს. რუმინეთში ჩაფრენის შემდეგ, ბოსებთან შეხვედრამდე ლუისმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჰიონესის კრიტიკის შესახებ შემდეგი განაცხადა: "ახლა ნამდვილად არ მაქვს იმის სურვილი და დრო, რომ ისეთ პიროვნებას გავუმართო ფსიქოლოგიური ომი, როგორიც "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესია, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ჩემი აზრით, გუნდისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პერსონა ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს და ისიც უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტის მკვახე კრიტიკას ყოველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს. ძალიან გაკვირვებული ვარ იმით, რომ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ჩემზე ასე ილაპარაკა, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა სხვანაირი უნდა იყოს. მიკვირს ისიც, რომ ჰიონესმა ასეთი განცხადებების გაკეთება გუნდისთვის საკმაოდ რთულ პერიოდში გადაწყვიტა. სხვა თუ არაფერი, "ბაიერნს" ერთბაშად ცხრა ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული. მხოლოდ ერთს დავამატებ: ძალიან მიხარია, რომ ჯერ კიდევ "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ვარ."
ვან გაალი ჰიონესის კრიტიკას უფრო კონკრეტულადაც გამოეხმაურა. მაგალითად, ულის ბრალდებაზე იმის შესახებ, რომ ლუისი მეორეხარისხოვან ფეხბურთელებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს და მათი მოტივირებისთვის არაფერს აკეთებს, ჰოლანდიელმა უპასუხა: "მეორეხარისხოვანი ფეხბურთელები? ეს ჩემი კი არა, ჰიონესის სიტყვებია. მე ჩემს განკარგულებაში მყოფ არცერთ ფეხბურთელს მეორეხარისხოვანს არ ვუწოდებ. მთავარი ის არის, რომ მეც და ჰიონესმაც ერთმანეთზე კი არა, ერთმანეთთან ვისაუბროთ."
საუბარი კი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, უკვე შედგა და ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური განცხადებით, პოზიტიური შედეგით დასრულდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"