რუუდი და მლადენი დაშავდნენ

AutoSharing Option
გუშინ საღამოს, გერმანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა "ჰამბურგის" ქომაგებისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაციები გაავრცელეს. ჩრდილოგერმანულ კლუბს ერთდროულად ორი წამყვანი თავდამსხმელი, ორი ლიდერი დაუშავდა - რუუდ ვან ნისტელროი და მლადენ პეტრიჩი.

არადა, დიდი ხანი არ გასულა მას მერე, რაც ჰოლანდიელმა და ხორვატმა ფორვარდებმა ტრავმები მოიშუშეს და მინდორზე დაბრუნდნენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ვან ნისტელროი ლაზარეთში მინიმუმ ექვს კვირას დაჰყოფს. რაც შეეხება პეტრიჩს: მისი ტრავმა შედარებით მსუბუქია, საბოლოო დიაგნოზი კი ხვალ-ზეგ დაისმება.

მანამდე, ხორვატის თამაში მხოლოდ მომდევნო ტურში, "ჰოფენჰაიმთანაა" საეჭვო. აქვე, იმ ფეხბურთელებს ჩამოგითვლით, რომლებიც "ჰამბურგს"
ასევე ტრავმების გამო ვერ ეხმარებიან: ფრანკ როსტი, კოლინ ბენჯამინი, დენის აოგო, რომეო კასტელენი, ელჯერო ელია, დენის დიკმაიერი და დავიდ იაროლიმი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული