არადა, დიდი ხანი არ გასულა მას მერე, რაც ჰოლანდიელმა და ხორვატმა ფორვარდებმა ტრავმები მოიშუშეს და მინდორზე დაბრუნდნენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ვან ნისტელროი ლაზარეთში მინიმუმ ექვს კვირას დაჰყოფს. რაც შეეხება პეტრიჩს: მისი ტრავმა შედარებით მსუბუქია, საბოლოო დიაგნოზი კი ხვალ-ზეგ დაისმება.
მანამდე, ხორვატის თამაში მხოლოდ მომდევნო ტურში, "ჰოფენჰაიმთანაა" საეჭვო. აქვე, იმ ფეხბურთელებს ჩამოგითვლით, რომლებიც "ჰამბურგს"