გაცოცხლდება შალკე?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-11 ტური დღეს "შალკესა" და "ზანკტ პაულის" მატჩით იწყება. უმძიმეს კრიზისში მყოფ გელზენკირხენულ კლუბს ამ სეზონში, გერმანიის ჩემპიონატში, საკუთარ მოედანზე ჯერ არცერთი თამაში არ მოუგია და დღეს მორიგი შანსი ეძლევა, რომ ამ მეტად არასახარბიელო სერიას ბოლო მოუღოს, თორემ ლამისაა, "შალკეს" ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილმა ფანებმაც კი ის იფიქრონ, რომ მათი საყვარელი გუნდი ამ სეზონში მართლაც პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.

"ზანკტ პაულიში" ძველი შალკელი, გელზენკირხენელთათვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი ჯერალდ ასამოა თამაშობს, მაგრამ 32 წლის წინახაზელი მაინცდამაინც დღევანდელი შეხვედრისთვისაა დისკვალიფიცირებული. ასამოა
წინა ტურში მოედნიდან გააძევეს და შესაბამისად, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. გაგახსენებთ, რომ ჯერალს "შალკეს" მაისურით 279 მატჩი აქვს ჩატარებული.

ერთი სიტყვით, დღეს საფეხბურთო გერმანია "შალკესგან" ბოლოს და ბოლოს, გამოცოცხლებას ელის. "ხუმარებმა" თელ ავივში ძალიან ცუდად იასპარეზეს (0:0) და კიდევ ერთხელ გახდნენ კრიტიკის ქარცეცხლის ობიექტები, მაგრამ მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს იმედი აქვს, რომ მისი შეგირდები ახლა მაინც მოვლენ აზრზე.

"კვირის დასაწყისში ვთქვი, რომ ჩვენთვის "ზანკტ პაულისთან" მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ჰაპოელთან" შეხვედრა იყო. დროა, მოვიგოთ და გასავარდნი ზონა დავტოვოთ," - თქვა მაგათმა გუშინ.

სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - ჯონსი, კლუგე - ფარფანი, ხურადო - რაული, ჰუნტელაარი.
ზანკ პაული (4-2-3-1): კესლერი - ლეხნერი, სამბრანო, თორანდტი, ოჩიპკა - ბოლი, მ. ლემანი - ბარტელსი, ჰენინგსი, მ. კრუსე - ებერსი.

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 10 8 1 1 23-7 25
2. მაინცი 10 8 0 2 19-10 24
3. ჰოფენჰაიმი 10 5 3 2 21-13 18
4. ლევერკუზენი 10 5 3 2 19-15 18
5. აინტრახტი 10 5 1 4 17-10 16
6. ჰანოვერი 10 5 1 4 13-16 16
7. ბაიერნი 10 4 3 3 12-10 15
8. ჰამბურგი 10 4 3 3 15-14 15
9. ნიურნბერგი 10 4 3 3 14-14 15
10. ფრაიბურგი 10 5 0 5 16-18 15
11. ვერდერი 10 4 2 4 19-21 14
12. ვოლფსბურგი 10 4 1 5 17-16 13
13. ზტ. პაული 10 4 1 5 12-15 13
14. კაიზერსლაუტ. 10 3 1 6 13-18 10
15. კიოლნი 10 2 2 6 12-19 8
16. შტუტგარტი 10 2 1 7 16-19 7
17. შალკე 10 1 3 6 10-17 6
18. ბორუსია (მ) 10 1 3 6 14-30 6


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული