"ვფიქრობ, ვან გაალი აჭარბებს, როცა ამბობს, რომ ჰიონესის განცხადებებით მისი ავტორიტეტი შეილახა და რომ პრეზიდენტი ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. შესაძლოა, ვან გაალი ზედმეტად მგრძნობიარეა, ზედმეტაც ემოციურიც. ათწლეულებია, "ბაიერნში" მოსვენებული არცერთი მწვრთნელი არ ყოფილა და ათწლეულებია, ჰიონესი ყველას წნეხის ქვეშ ამყოფებს, რადგან ასეა საჭირო და სპეციალურად ვან
ლამის კონტრაქტი
ფილიპ ლამს მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულში უმთავრდება და გუშინ გავრცელებული ცნობების თანახმად, გერმანიის ნაკრების ვიცე-კაპიტანი მიუნხენური გრანდის შეფებს უკვე მოურიგდა ახალ ხელშეკრულებაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში გააფორმებს. გაირკვა, რომ ლამის ახალ კონტრაქტს ვადა 2016 წლამდე ექნება. ეს ინფორმაცია გუშინ "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემაც დაადასტურა და იქვე აღნიშნა, რომ რიგში შემდეგი ბასტიან შვაინშტაიგერია.
"დიახ, ფილიპი ჩვენთან ახალ კონტრაქტს აფორმებს. მასთან უკვე ყველა დეტალზე შეთანხმებულები ვართ, დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარე, ანუ, კონტრაქტზე ხელის მოწერა," - უთხრა რუმენიგემ ჩვენს გერმანელ კოლეგებს. ფილიპი რეკორდმაისტერის ღირსებაც 1995 წლიდან იცავს - ის "ბაიერნის" სკოლის აღზრდილია. 2003-დან 2005 წლამდე ლამი "შტუტგარტში" იყო განათხოვრებული. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 201 შეხვედრაში, ფლანგის მცველ ფილიპს 6 გოლი აქვს გატანილი.
"ბაიერნისთვის" ლამთან ახალი კონტრაქტის გაფორმება იმ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ რიგში ბასტიან შვაინშტაიგერი დგას, ეს უკანასკნელი კი, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
შვაინის ხელშეკრულებას ვადა 2012 წელს გასდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"