რობერტ ლევანდოვსკი: ახლა უკვე შემიძლია, კლუბი შევიცვალო

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ხელმძღვანელობას კლუბის შეცვლის შესახებ ესაუბრა.

"კლუბის ხელმძღვანელობასთნ ამ საკითხზე ბევრს ვმსჯელობდით. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ კომპეტენტურ პირებს უკვე ვუთხარი.

ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათელია და ამ ზაფხულს კლუბის შეცვლას შევძლებ. ყველასთვის ასე აჯობებს",
- თქვა ლევანდოვსკიმ.

ამჟამად პოლონელი ფეხბურთელის გადაბირების მთავარი კანდიდატი მიუნხენის "ბაიერნია". ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლევანდოვსკით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალია" დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში პოლონელის ანგარიშზე ბუნდესლიგის 31 მატჩში 24 გატანილი გოლია.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული