ბუნდესლიგა: დორტმუნდი გაფრინდა [+VIDEO]

AutoSharing Option
4:0 ჰანოვერში - დორტმუნდის „ბორუსიამ“ მორიგი ბრწყინვალე გამარჯვებით ლიდერობა განიმტკიცა. 4-ქულიანი უპირატესობა მეორეადგილოსან „მაინცთან“, 9-ქულიანი - მესამე პოზიციაზე მყოფ „აინტრახტთან“ და 12-ქულიანი - მოქმედ ჩემპიონ „ბაიერნთან“ - იურგენ კლოპის გუნდის შემჩერებელი დღესდღეობით არავინაა. არის თუ არა ეს მარშირებული სვლა პირველი ჩემპიონობისკენ 2002 წლის შემდეგ? „დორტმუნდს“ ათმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, 11 ტურის შემდეგ გატანილი გოლების გრაფაში 27 უწერია და მხოლოდ 7 გოლი აქვს გაშვებული. ამაზე უკეთესი სტარტი ბოლოს „ბაიერნს“ ჰქონდა - სხვათა შორის, 2001/02 წლების სეზონში, როცა „დორტმუნდმა“ უკანასკნელად მოიგო „ვერცხლის სინი“.
„ბორუსიამ“ ჰანოვერში ისე ითამაშა, როგორც საჩემპიონო გუნდს შეეფერება და კლოპის შეგირდების გამარჯვება ერთი წამითაც არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. მეტიც, შეიძლებოდა, უფრო დიდი ანგარიშიც დაფიქსირებულიყო, მაგრამ „ჰანოვერის“ მეკარე ფლორიან ფრომლოვიტცმა ნური შაჰინის თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ვინ შეაჩერებს „ბორუსიას“ - საკითხავი ახლა სწორედ ეს არის.

ყოველ შემთხვევაში, გერმანიის „მარადმწვანე ჩემპიონი“ ამის გამკეთებელს არ ჰგავს და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. მეტიც: დიდი ხანია, „ბაიერნს“ ქულები ასე სულელურად არ გაუნიავებია. ზოგადად, რეკორდმაისტერს „გლადბახთან“ ყოველთვის უჭირს ხოლმე, მაგრამ მიმდინარე სეზონში მიონხენგლადბახელები ძალიან ცუდად გამოიყურებიან და ყველა ფიქრობდა, რომ „ბაიერნი“ აუტსაიდერს მარტივად მოუგებდა. ლოგიკურად ასეც უნდა მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, ბავარიელებმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს და შესვენების დროს სტატისტიკა გვეუბნებოდა, რომ მიუნხენელებს ბურთის ფლობის მხრივ, კოლოსალური უპირატესობა (79 პროცენტი) ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ორმაგად გაუგებარია, რა დაემართა ბავარიულ გრანდს მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში, როცა მიონხენგლადბახელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს და თამაში თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალეს. ასე რომ, მოგებას ვინ ჩივის, „ბაიერნი“ წაგებასაც ძლივს, საფინალო სასტვენამდე მხოლოდ ექვსი წუთით ადრე (ფილიპ ლამის გოლით) გადაურჩა, მაგრამ ვან გაალმა ვეღარ მოითმინა და მატჩის შემდეგ აფეთქდა.

ჰოლანდიელი თავიდან სათადარიგოთა სკამზე დარჩა და საფინალო სასტვენის შემდეგ, კარგა ხანს ჩაფიქრებული იჯდა, მერე წამოდგა და გასახდელს მიაშურა, იქ კი, დამსწრეთა გადმოცემით, ისეთი ამბავი დატრიალებულა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელშიო - რომ იტყვიან ხოლმე. ვან გაალი შეგირდებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ტუქსავდა და თურმე იმხელა ხმაზე ყვიროდა, რომ მისი ყვირილი „გლადბახის“ გასახდელშიც არა მარტო გაუგონიათ, არამედ სიტყვებიც კი გაურჩევიათ. „დიახ, ძალიან ხმამაღლა ვყვიროდი... შესვენებაზე ბიჭებს მადლობა გადავუხადე და კომპლიმენტი ვუთხარი, ამ სეზონში ასე კარგად აქამდე არ გითამაშიათ-მეთქი. დაიწყო მეორე ტაიმი და ვერ გავიგე, რა ოხრობა დაემართათ. ამიტომაც გადავირიე. მეორე ტაიმის პირველ ოც წუთში მოედანზე კატასტროფა ხდებოდა, - თქვა ვან გაალმა მატჩის შემდეგ და იქვე დასძინა, - მე მგონი, ეს კიდევ ერთი კარგი გაკვეთილი უნდა იყოს.“

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებიც თვითკრიტიკულები იყვნენ, თავის მართლება არ დაუწყიათ. მარიო გომესი: „ეს კატასტროფა იყო. თამაშის წინ ყველანი ვამბობდით, რომ ქულები აღარ უნდა დაგვეკარგა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი გულისამრევად ვითამაშეთ!..“

„მაინცის“ თავკაცმა თომას ტუხელმა კი თქვა, კრიზისი არ გვაქვსო და არც გვექნებაო, მაგრამ შაბათს კარნავალელებმა ფრაიბურგში წააგეს, რაც მეოთხე მარცხი იყო ბოლო ხუთი ოფიციალური მატჩიდან და უკვე ცხადია, რომ „მაინცს“ ჩავარდნა დაეწყო. თუმცა ტუხელის გუნდმა ეს სეზონი იმდენად შთამბეჭდავად დაიწყო, რომ მიუხედავად ბოლოდროინდელი წარუმატებლობებისა, ჯერ ისევ მეორე ადგილზეა. გუნდი კი ისე თამაშობს, რომ თითქოს 37 წლის სპეციალისტს იდეები გამოელია - „მაინცი“ მეტოქეებს ახალს ვეღარაფერს სთავაზობს. პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო. არადა, სეზონის დასაწყისში ტუხელმა სწორედ იმით მოახდინა ფურორი, რომ მატჩიდან მატჩამდე ძალიან ბევრ რამეს ცვლიდა, რითაც მეტოქეებს აოცებდა და აბნევდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ასეთი მიდგომა აღარ ფუნქციონირებს, რადგან იდეები ამოიწურა. ფაქტია, რომ შაბათს მაინცელებმა „ფრაიბურგის“ კარისკენ მხოლოდ ექვსჯერ დაარტყეს და ამ ექვსი დარტყმიდან, ზუსტი მხოლოდ ერთი იყო. მიუხედავად ამისა, ტუხელის თქმით, მისმა გუნდმა უიღბლო მარცხი განიცადა - გოლი არაფრისგან გავუშვითო. „მაინცის“ მწვრთნელის აზრით, მსაჯს პენალტი არ უნდა დაენიშნა: „ბუნგერტს ბართთან ორთაბრძოლისას წესები არ დაურღვევია. ბუნდესლიგის ამავე ტურიდან არაერთ ასეთ სცენას ამოვჭრი, სადაც წესების დარღვევა არ დაფიქსირებულა.“

მატჩის მთავარი არბიტრი ვოლფგანგ შტარკი იყო, რომლის შესახებაც, „მაინცის“ მეკარე კრისტიან ვეტკლომ ასეთი რამ თქვა: „ჩემპიონთა ლიგაში, ზუსტად ასეთივე მომენტში ჯარიმა არ დააფიქსირა, ჩვენს კარში კი პენალტი დანიშნა, მაგრამ ჰერ შტარკი ხომ ზუსტად იმითაა ცნობილი, რომ თამაშების ბედის გადაწყვეტა უყვარს.“ მოკლედ, აჭრილი მაინცელები ერთ პენალტს „მისტირიან“, „ფრაიბურგში“ კი სრული იდილიაა, რადგან რობინ დუტის გუნდი გასავარდნ ზონას უფრო და უფრო შორდება.

მოკლედ, „მაინცი“ ჩაფლავებულია და ამ გუნდის ადგილი სენსაციურ პოდიუმზე ფრანკფურტის „აინტრახტმა“ დაიკავა. მიხაელ სკიბეს გუნდმა შაბათს „ვოლფსბურგი“ დაამარცხა (3:1) და მესამე ადგილამდე აღზევდა. ფრანკფურტული კლუბის აღმაფრენის სიმბოლო კი 30 წლის ბერძენი თავდამსხმელი თეოფანის გეკასია, რომელსაც „მგლებთან“, სადაც ბუნდესლიგის ბოლო ორი სეზონის ბომბარდირები, ედინ ჯეკო და გრაფიტე თამაშობენ, სამი საგოლე მომენტი შეექმნა, რომელთაგან ორი გამოიყენა. ზოგადად კი, გეკასს ამ სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი, რისთვისაც კარში სულ 22 დარტყმა დასჭირდა. თანაგუნდელები ხუმრობენ, ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ გეკასმა ეშმაკს სული მიჰყიდაო. ბერძენი ფორვარდი კი სკიბეს უხდის მადლობას - ჩემთვის ყველაზე მთავარი მწვრთნელის ნდობააო. იმ დროს, როცა სკიბეს ყველა აქებს, „ვოლფსბურგის“ დამრიგებელი სტივ მაკლარენი ნელ-ნელა საყოველთავო კრიტიკის ობიექტი ხდება, რადგან ინგლისელი მწვრთნელის ხელში გერმანიის ექს-ჩემპიონი ძალიან არასტაბილური გუნდია. „აინტრახტთან“ დიეგო ისევ ცუდად მოიქცა (მაიკ ფრანცს ჩაარტყა), მარიო მანჯუკიჩმა კი სამარცხვინოდ ისიმულიანტა (ოხსთან ორთაბრძოლისას). კაპიტანმა ჯეკომ (ყვითელი ბარათი მიიღო) ამიტომაც თქვა, პირველ ტაიმში გვეძინა და წაგება მხოლოდ ჩვენი ბრალიაო. „ფოლკსვაგენმა“ მაკლარენის მოსვლის შემდეგ, ზაფხულში „ვოლფსბურგს“ 40 მილიონი ევრო დაახარჯა - ფული არ გვენანება იმაში, რომ ექს-ჩემპიონმა ისევ პირველობისთვის იბრძოლოსო. „ვერცხლის სინს“ ვინ ჩივის, ასე თუ გააგრძელეს, „მგლებს“ ევროპის ლიგის საგზურიც სანატრელი გაუხდებათ.

ათი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილმა „ჰამბურგმა“ „ჰოფენჰაიმს“ მაინც მოუგო, თანაც, თამაში შეუტრიალა. HშV-ს გმირი კი ისევ მლადენ პეტრიჩი გახლდათ, რომელმაც საფინალო სასტვენამდე შვიდი წუთით ადრე, გამარჯვების გოლი (თავით) გაიტანა. მანამდე კი, კერძოდ, პირველი ტაიმის მიწურულს, ჰაიკო ვესტერმანმა ანგარიში სწორედ მისი პასით გაათანაბრა („ჰოფენჰაიმი“ მე-6 წუთზე, სეიად სალიჰოვიჩის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანით იგებდა). ამრიგად, როსტის, ვან ნისტელროის, იანსენის, ელიას, აოგოსა და სხვა ტრავმირებული მოთამაშეების გარეშე დარჩენილმა „ჰამბურგმა“ ფავორიტად მიჩნეულ „ჰოფენჰაიმს“ მოუგო და ცხრილში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. „ჰოფეს“ თავკაცი რალფ რანგნიკი კი ჩიოდა, სწრაფმა გოლმა ჩვენზე ცუდად იმოქმედა, ნაცვლად იმისა, რომ მეორე გოლის გატანაზე გვეზრუნა, ყურები ჩამოვყარეთ და მეტოქემაც ლოგიკურად ისარგებლაო.
პარასკევს „შალკემ“ სიცოცხლის ნიშნები გამოავლინა: გელზენკირხენელებმა „ზანკტ პაული“ 3:0 დაამარცხეს. სამიდან ორი გოლი კი რაულის ანგარიშზეა - როგორც ჩანს, ფელიქს მაგათის კრიტიკამ ესპანელზე დადებითად იმოქმედა.

მომდევნო ტური
12 ნოემბერი. ბორუსია (დ)-ჰამბურგი. 13 ნოემბერი. ვერდერი-აინტრახტი, ვოლფსბურგი-შალკე, კიოლნი-ბორუსია (მ), კაიზერსლაუტერნი-შტუტგარტი, ზტ. პაული-ლევერკუზენი, მაინცი-ჰანოვერი. 14 ნოემბერი. ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი, ბაიერნი-ნიურნბერგი.

 

შალკე-ზტ. პაული 3:0
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - ჯონსი (80. მატიპი), მორიტცი (71. კლუგე) - ფარფანი, ხურადო (42. ედუ) - ჰუნტელაარი, რაული.
ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი - ფოლცი, თორანდტი, სამბრანო, ოჩიპკა - მ. ლემანი, ბოლი (42. დაუბე) - ბარტელსი, ნაკი (72. ბრუნსი), მ. კრუსე (72. ჰენინგსი) - ებერსი.
გოლები: 1:0 რაული (14), 2:0 ჰუნტელაარი (53), 3:0 რაული (81)
გაფრთხილება: 1-2; დარტყმა: 13(6)-6(0); ჯარიმა: 15-11; კუთხური: 5-3; ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 61 673

ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 2:1
ჰამბურგი (4-1-2-2-1): დრობნი - დემელი, ვესტერმანი, მატიისენი, ზე რობერტო - იაროლიმი - კაჩარი (80. რინკონი), ტროხოვსკი - პიტროიპა (74. სონი), გერერო - პეტრიჩი.
ჰოფენჰაიმი (4-1-2-3): ჰაასი - ბეკი, ვორსა, კომპერი, ლუის გუსტავო - რუდი - ვაისი (85. იბიშევიჩი), სალიჰოვიჩი - მლაპა (81. სიგურდსონი), ბა, ობასი (64. ვუკჩევიჩი).
გოლები: 0:1 სალიჰოვიჩი (6-პენ), 1:1 ვესტერმანი (45), 2:1 პეტრიჩი (83)
გაფრთხილება: 1-4; დარტყმა: 18(2)-13(6); ჯარიმა: 15-27; კუთხური: 8-6; ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 54 162

აინტრახტი-ვოლფსბურგი 3:1
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ს. იუნგი, ფრანცი, რუსი, ცაველასი - შვეგლერი, კიოლერი (93. ვასოსკი) - ოხსი, კაიო (91. ამანატიდისი), ჰალილ ალთინთოფი - გეკასი (80. ფენინი).
ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ბენალიო - პეკარიკი, კიაერი, ბარძალი (46. მადლუნგი), მ. შეფერი - ჟოსუე (82. კალენბერგი) - რიტერი, დეჟაგა - დიეგო - ჯეკო, გრაფიტე (46. მანჯუკიჩი).
გოლები: 1:0 გეკასი (26), 2:0 შვეგლერი (38), 3:0 გეკასი (55-პენ), 3:1 დეჟაგა (66)
გაფრთხილება: 1-2; დარტყმა: 15(8)-13(7); ჯარიმა: 18-25; კუთხური: 3-4; ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 43 800

ბორუსია (მ)-ბაიერნი 3:3
ბორუსია მ. (4-2-2-2): ჰაიმეროთი - ლეველსი, ანდერსონი, დემსი, შახტენი (46. ბრუვერსი) - ბრედლი, ნოიშტედტერი - ჰერმანი (82. მატმური), იდრისუ (46. დე კამარგო) - როისი, ბობადილია.
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, დემიკელისი, პრანიჩი (81. ალაბა) - ტიმოშჩუკი, ოტლი (70. თ. მიულერი) - ჰამით ალთინთოფი, შვაინშტაიგერი, კროოსი - გომესი.
43-ე წუთზე შვაინშტაიგერმა (ბაიერნი) ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)
გოლები: 1:0 ჰერმანი (5), 1:1 გომესი (11), 1:2 შვაინშტაიგერი (40), 2:2 როისი (56), 3:2 დე კამარგო (60), 3:3 ლამი (84)
გაფრთხილება: 1-0; დარტყმა: 9(4)-16(6); ჯარიმა: 14-8; კუთხური: 2-9; ბურთის ფლობა: 26%-74%.
მაყურებელი: 54 057

ფრაიბურგი-მაინცი 1:0
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - ვილიამსი, ბართი, ტოპრაკი, ბასტიანსი - ი. შუსტერი - პუცილა (62. რაიზინგერი), აბდესადკი (91. ზერაინიგი), მაკიადი, როზენტალი - სისე (89. დ. კალიჯური).
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო - ზაბავნიკი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფუხსი - პოლანსკი (66. ივანშიტცი) - კარჰანი, მ. კალიჯური (84. ფ. ჰელერი) - ჰოლტბი - შიურლე, ალაგუი (23. შალაი).
გოლი: 1:0 სისე (64-პენ)
გაფრთხილება: 2-1; დარტყმა: 14(4)-6(1); ჯარიმა: 18-17; კუთხური: 3-9; ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 22 400

ნიურნბერგი-კიოლნი 3:1
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - იუდტი, ნილსონი, ვოლფი, პინოლა - ჰეგელერი (92. მაკი), სიმონსი - ექიჩი (87. კოენი), გიუნდოგანი, ფრანტცი (76. აიგლერი) - შიბერი.
კიოლნი (4-2-2-1-1): ვარვოდიჩი - ბრეჩკო, ჟერომელი, მოჰამადი, ზალგერი (81. ტეროდე) - ლანიგი (58. ჟაჟალო), მატუშიკი - კლემენსი (73. იალსინი), ერეთი - პოდოლსკი - ნოვაკოვიჩი.
გოლები: 1:0 ჰეგელერი (11), 1:1 ჟერომელი (17), 2:1 გიუნდოგანი (43), 3:1 შიბერი (90)
გაფრთხილება: 1-1; დარტყმა: 20(6)-7(4); ჯარიმა: 8-15; კუთხური: 13-7; ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 41 789

ჰანოვერი-ბორუსია (დ) 0:4 [ნახეთ გოლები]
ჰანოვერი (4-2-2-2): ფრომლოვიტცი - ჩერუნდოლო, ეგიმანი, ჰაგი, ჯაპკა - შტინდლი (80. ავევორი), პინტუ - შტოპელკამპი (57. ბიზლი), რაუში - ია კონანი, აბდელაუ (46. ფორსელი).
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი (83. და სილვა) - მ. გიოტცე (75. ბლაშჩიკოვსკი), კაგავა, გროსკროიტცი - ბარიოსი (75. ლევანდოვსკი).
78-ე წუთზე შაჰინმა (ბორუსია დ) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 0:1 კაგავა (11), 0:2 ბარიოსი (72), 0:3 ლევანდოვსკი (81), 0:4 ბლაშჩიკოვსკი (91)
გაძევება: ჰაგი (77. ჰანოვერი)
გაფრთხილება: 0-2; დარტყმა: 7(2)-19(13); ჯარიმა: 18-10; კუთხური: 2-4; ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 49 000

ლევერკუზენი-კაიზერსლაუტერნი 3:1 [ნახეთ გოლები]
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - შვააბი, მ. ფრიდრიხი, რაინარტცი, კადლეცი - ვიდალი, როლფესი - სემი, რენატო (90. იორგენსენი), ბარნეტა (80. ბალიტში) - დერდიოკი (29. ჰელმესი).
კაიზერსლაუტერნი (4-1-2-1-2): ზიპელი - დიკი (43. კირხი), ამედიკი, აბელი, ბუგერა - ბილეკი (78. მიჩანსკი) - ტიფერტი, დე ვიტი - მორავეკი - ლაკიჩი, ნემეცი (46. ჰოფერი).
გოლები: 0:1 დიკი (15), 1:1 სემი (38), 2:1 ჰელმესი (68), 3:1 სემი (84)
გაფრთხილება: 1-2; დარტყმა: 25(7)-12(4); ჯარიმა: 14-20; კუთხური: 6-2; ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 29 794

შტუტგარტი-ვერდერი 6:0
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - ფუნკი, ნიდერმაიერი, დელპიერი, მოლინარო - ტრეში, გენტნერი - გებჰარდტი (81. კამორანეზი), ბოკა - კაკაუ (66. ჰარნიკი), მარიკა (76. კუჟმანოვიჩი).
ვერდერი (4-2-2-2): ვიზე - ვესლი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - ფრინგსი (64. არნაუტოვიჩი), დ. იენსენი - ჰანტი (49. ბალოგუნი), მარინი - ვაგნერი (73. უგო ალმეიდა), პისარო.
გოლები: 1:0 მარიკა (10), 2:0 კაკაუ (31), 3:0 კაკაუ (45), 4:0 გენტნერი (68), 5:0 ნიდერმაიერი (73), 6:0 ბოკა (86)
გაფრთხილება: 1-0; დარტყმა: 16(12)-11(4); ჯარიმა: 10-15; კუთხური: 5-7; ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 39 500

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 11 9 1 1 27-7 28
2. მაინცი 11 8 0 3 19-11 24
3. ლევერკუზენი 11 6 3 2 22-16 21
4. აინტრახტი 11 6 1 4 20-11 19
5. ჰოფენჰაიმი 11 5 3 3 22-15 18
6. ჰამბურგი 11 5 3 3 17-15 18
7. ნიურნბერგი 11 5 3 3 17-15 18
8. ფრაიბურგი 11 6 0 5 17-18 18
9. ბაიერნი 11 4 4 3 15-13 16
10. ჰანოვერი 11 5 1 5 13-20 16
11. ვერდერი 11 4 2 5 19-27 14
12. ვოლფსბურგი 11 4 1 6 18-19 13
13. ზტ. პაული 11 4 1 6 12-18 13
14. შტუტგარტი 11 3 1 7 22-19 10
15. კაიზერსლაუტერნი 11 3 1 7 14-21 10
16. შალკე 11 2 3 6 13-17 9
17. კიოლნი 11 2 2 7 13-22 8
18. ბორუსია (მ) 11 1 4 6 17-33 7

ბომბარდირები: 11 - გეკასი (აინტრახტი); 9 - სისე (ფრაიბურგი); 7 - ჯეკო (ვოლფსბურგი); 6 - ბა (ჰოფენჰაიმი), ბარიოსი (ბორუსია დ), გრაფიტე (ვოლფსბურგი), უგო ალმეიდა (ვერდერი), ჰუნტელაარი (შალკე), ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი).


II ბუნდესლიგა
XI ტური

ბოხუმი-ფრანკფურტი 1:0
გოლი: 1:0 დედიჩი (2)

აუე-ფორტუნა 1:0
გოლი: 1:0 ჰენსელი (84)

ინგოლშტადტი-კოტბუსი 1:2
გოლები: 1:0 ფუტაში (13), 1:1 იულა (82), 1:2 პეტერსენი (92)

აუგსბურგი-არმინია 3:0
გოლები: 1:0 ჰაინი (41), 2:0 ჰაინი (54), 3:0 რაფაელი (73)

დუისბურგი-ფიურტი 2:0
გოლები: 1:0 სუკალო (28), 2:0 სუკალო (83)

პადერბორნი-ჰერტა 1:0
გოლი: 1:0 კრიოშე (64-პენ)

მიუნხენ 1860-ალემანია 2:1
გოლები: 0:1 აუერი (8), 1:1 ლუდვიგი (23), 2:1 ლაუთი (82)

უნიონი-ობერჰაუზენი 2:1
გოლები: 0:1 ლუისი (30), 1:1 ბენიამინა (43), 2:1 ბენიამინა (92)

ოსნაბრიუკი-კარლსრუე დღეს

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰერტა 11 8 2 1 20-7 26
2. აუე 11 8 2 1 15-7 26
3. დუისბურგი 11 8 0 3 21-8 24
4. კოტბუსი 11 7 1 3 23-17 22
5. აუგსბურგი 11 6 1 4 20-11 19
6. მიუნხენ 1860 11 6 3 2 17-11 19
7. ფიურტი 11 6 1 4 15-11 19
8. ფრანკფურტი 11 6 0 5 12-10 18
9. ალემანია 11 4 4 3 16-15 16
10. ბოხუმი 11 5 1 5 13-14 16
11. ობერჰაუზენი 11 4 2 5 10-15 14
12. პადერბორნი 11 4 1 6 11-12 13
13. უნიონი 11 3 3 5 13-17 12
14. ოსნაბრიუკი 10 3 1 6 16-20 10
15. ფორტუნა 11 3 0 8 7-17 9
16. კარლსრუე 10 2 2 6 14-26 8
17. ინგოლშტადტი 11 1 1 9 10-21 4
18. არმინია 11 1 1 9 8-22 4

ბომბარდირები: 9 - პეტერსენი (კოტბუსი); 6 - ლაუთი (მიუნხენ 1860); 5 - აუერი (ალემანია), ბალიაკი (დუისბურგი), ბენიამინა (უნიონი), ჩონგი (ბოხუმი), დომოვჩიისკი (ჰერტა), ჰენსელი (აუე), თურკი (აუგსბურგი).


III ბუნდესლიგა
ზანდჰაუზენი-ჰანზა 1:2, შტუტგარტი-ოფენბახი 0:2, ბრაუნშვაიგი-ბურგჰაუზენი 3:0, რეგენსბურგი-ალენი 1:2, ვეენი-აალენი 1:3, ბაიერნი II-ერფურტი 1:0, ზაარბრიუკენი-კობლენცი 0:0, დრეზდენი-ვერდერი II 1:1, ჰაიდენჰაიმი-უნტერჰახინგი 5:1, კარლ ცაისი-ბაბელსბერგი 0:0.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული