მაინცი: ალაგუი და კალიჯური დაშავდნენ
„მაინცს“ ორი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა. ბუნდესლიგის მომდევნო ტურში კარნავალელები თავდამსხმელ სამი ალაგუისა და სავარაუდოდ, ნახევარმცველ მარკო კალიჯურისაც ვერ გამოიყენებენ. გერმანელ-ტუნისელი ალაგუი „ფრაიბურგთან“ მატჩში
მაკლარენმა და ბარძალიმ იჩხუბეს?
„ვოლფსბურგმა“ შაბათს „აინტრახტთან“ 1:3 წააგო და „კიკერის“ ინფორმაციით, შესვენებაზე „მგლების“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა და მცველმა ანდრეა ბარძალიმ იჩხუბეს. მეტიც: ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, იტალიელი ფეხბურთელი და ინგლისელი მწვრთნელი ერთმანეთს ხელითაც კი შეეხნენ. შედეგი: მაკლარენმა ბარძალი გასახდელში დატოვა, მოედანზე კი ალექსანდერ მადლუნგი შეუშვა.
ჩხუბის მიზეზი ის შეცდომაა, რომელსაც კინაღამ ბარძალის ავტოგოლი მოჰყვა. იტალიელ უკანახაზელს „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. ანდრეას შეფებთან მოლაპარაკებები ჯერ არ გაუმართავს - მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება არავის შეუთავაზებია, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს ბარძალი თავისუფალი აგენტი გახდება.
კარიერის ბოლომდე დორტმუნდში
ბუნდესლიგის ლიდერ დორტმუნდის „ბორუსიას“ საქმეები იდეალურად მისდის, გუნდის მარჯვენა მცველ პატრიკ ოვომოიელას კი არცისე კარგად აქვს საქმე. 31 წლის ფლანგის მცველი ტრავმირებულია და თანაგუნდელებს ვერ ეხმარება. მოკლედ, ოვომოიელას საკმარისზე მეტი დრო აქვს იმისათვის, რომ მომავალზე დაფიქრდეს. მას „დორტმუნდთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ოვომოიელამ განაცხადა, რომ მზადაა, დორტმუნდში კარიერის ბოლომდე დარჩეს, რადგან BVB-ში თავს შესანიშნავად გრძნობს.