ჩემპიონთა ლიგაში, თელ „ავივის ჰაპოელთან“ იღბლიანი 0:0-ის შემდეგ მაგათმა ხმამაღლა თქვა, რაულს ნახევ
„ზანკტ პაულისთან“ რაული უმეტესად საჯარიმოში და ხშირად მეკარის საჯარმოში ტრიალებდა და ბუნდესლიგაში პირველი დუბლი შეასრულა. „მიუხედავად ყველაფრისა, მწვრთნელი მაინც სრულ თავისუფლებას მანიჭებს, ფელიქს მაგათი ყოველდღე მესაუბრება და ჩვენც ვბჭობთ ხოლმე, რა არის უკეთესი გუნდისთვის. იმედი მაქვს, რომ ახლა ზედიზედ რამდენიმე თამაშს მოვიგებთ,“ - თქვა გახარებულმა რაულმა.
მატჩის მერე რაული მაგათმაც აქო, მის შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია, უბრალოდ, ვურჩიე, რომ უმეტესად საჯარიმოში იტრიალოსო. მცველმა კრისტოფ მეტცელდერმა კი აღიარა, რომ „შალკეს“ ფეხბურთელებს უფრო მეტად დაევალათ რაულის პასებით მომარაგება. „როცა ფლანგებიდან ვაწოდებთ, მნიშვნელოვანია, რომ საჯარიმოში ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი ვიყოთ. ხომ ნახეთ, რაულმა პირველი გოლი სწორედ ასე გაიტანა,“ - ეს ესპანელის მეწყვილის, კლაას-იან ჰუნტელაარის სიტყვებია.
შაბათს „შალკე“ „ვოლფსბურგში“ ჩადის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"