კარლ-ჰაინც რუმენიგე: არჩევანი ნეიმარსა და მარიო გიოტცეს შორის გავაკეთეთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გაიხსენა, რომ ჰავბეკ მარიო გიოტცეს ნაცვლად, რომელიც გუნდში დორტმუნდის "ბორუსიადან" გადავიდა, მიუნხენელებს ნეიმარის აყვანაც შეეძლოთ.

რუმენიგეს თქმით, კლუბის ხელმძღვანელობის გეგმებში მართლაც შედიოდა ნეიმარის შეძენა, თუმცა ბავარიულმა კლუბმა ბრაზილიელ ფორვარდს საბოლოოდ მაინც მარიო ამჯობინა.

"ზუსტად ვიცოდით, როგორი მოთამაშე უნდა გვეყიდა და ამ საკითხს გვარდიოლასთან განვიხილავდით. საუბარი, ძირითადად, ორ ფეხბურთელზე იყო, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ჩვენს მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს. ერთი
ნეიმარი იყო, მეორე კი - გიოტცე.

შეიძლება ითქვას, არჩევანი ციურიხში გავაკეთეთ
. საშინელი ამინდი იყო. პეპს ფანჯარაში გახედვა ვთხოვე. მკითხა,
რატომო...

ვუთხარი, ახლა წარმოი
დგინე ის ბრაზილიელი, რომელიც თავის ცხელ სამშობლოს დატოვებს და აქ ჩამოვა, სადაც თერმომეტრი მინუს ექვსს აჩვენებს; რომელმაც არ იცის გერმანული ენა და ამ ქვეყნის კულტურა-მეთქი...

სამხრეთამერიკელებისთვის ეს ყველაფერი უცხოა და მით უმეტეს, ახალგაზრდა მოთამაშისთვის",
- აქვეყნებს რუმენიგეს ნათქვამს Goal.com-ი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუმენიგეს თქმით, კლუბის ხელმძღვანელობის გეგმებში მართლაც შედიოდა ნეიმარის შეძენა, თუმცა ბავარიულმა კლუბმა ბრაზილიელ ფორვარდს საბოლოოდ მაინც მარიო ამჯობინა. ქართული ანდაზაა,მელა ვერ შესწვდა ძეხვსაო პარასკევია დღესაო. შეეძლოთ ბიჭებს, ნეიმარს კითხეთ? ბარსელონას რო წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა არ იცოდით? კაცი რეალშიც კი არ წავიდა,მიუხედავად იმისა ხელფასს ლამის ორმაგს სთავაზობდნენ ვიდრე ბარსაში და მაინც ბარსელონა ამჯობინა, და თურმე ამათ სხვა ამჯობინეს...
giorgi
21:08 10-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული