რუმენიგეს თქმით, კლუბის ხელმძღვანელობის გეგმებში მართლაც შედიოდა ნეიმარის შეძენა, თუმცა ბავარიულმა კლუბმა ბრაზილიელ ფორვარდს საბოლოოდ მაინც მარიო ამჯობინა.
"ზუსტად ვიცოდით, როგორი მოთამაშე უნდა გვეყიდა და ამ საკითხს გვარდიოლასთან განვიხილავდით. საუბარი, ძირითადად, ორ ფეხბურთელზე იყო, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ჩვენს მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს. ერთი ნეიმარი იყო, მეორე კი - გიოტცე.
შეიძლება ითქვას, არჩევანი ციურიხში გავაკეთეთ. საშინელი ამინდი იყო. პეპს ფანჯარაში გახედვა ვთხოვე. მკითხა,
ვუთხარი, ახლა წარმოიდგინე ის ბრაზილიელი, რომელიც თავის ცხელ სამშობლოს დატოვებს და აქ ჩამოვა, სადაც თერმომეტრი მინუს ექვსს აჩვენებს; რომელმაც არ იცის გერმანული ენა და ამ ქვეყნის კულტურა-მეთქი...
სამხრეთამერიკელებისთვის ეს ყველაფერი უცხოა და მით უმეტეს, ახალგაზრდა მოთამაშისთვის", - აქვეყნებს რუმენიგეს ნათქვამს Goal.com-ი.