თუ ჩვენს ხორვატ კოლეგებს დავუჯერებთ, შესაძლოა, იანვრიდან ან მომავალი ზაფხულიდან ივიცა ოლიჩსა და დანიელ პრანიჩს მიუნხენის „ბაიერნში“ მესამე ხორვატი ფეხბურთელი შეემატოთ. ეს ინფორმაცია ხორვატულ და შემდეგ უკვე გერმანულ პრესაში ისეთი პიროვნების განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა, რომელიც სიტყვებს ჰაერზე ტყუილად არასდროს ისვრის.
„კიოლნის“ ყოფილმა მწვრთნელმა ზვონიმირ სოლდომ, რომელმაც აქტიური სპორტული კარიერის საუკეთესო წლები ბუნდესლიგაში გაატარა, ხორვატულ გაზეთ „ჟუტარნის“ განუცხადა, რომ მისი ინფორმაციით, „ბაიერნი“ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელით, ნიკო კრანჩარითაა დაინტერესებული.
26 წლის კრანჩარი ზაფხულიდან „ტოტენჰემში“ თამაშობს, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში კი 54 მატჩი აქვს
აღსანიშნავია, რომ ინგლისური მედია კრანჩარის ბედს „ლივერპულს“ უკავშირებს. ზემოთ ხსენებული ხორვატული გაზეთი კი წერს, რომ თვითონ ნიკოს ლონდონში დარჩენა ურჩევნია. გერმანული „ბილდი“ იუწყება, რომ „ბაიერნს“ კრანჩართან ერთად, „ტოტენჰემის“ კიდევ ერთი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის შეძენაც უნდა. ამ უკანასკნელზე კი უკვე მთელი ევროპული საფეხბურთი ელიტა ნადირობს.