მერტეზაკერს გული უცხოეთისკენ მიუწევს

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" მენეჯერის, კლაუს ალოფსის განცხადებით, დღეისთვის არსებული ფინანსური მდგომარეობა მის კლუბს მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების შენარჩუნების საშუალებას არ აძლევს. როგორც ალოფსმა თქვა, მომავალ ზაფხულს "ვერდერი" აუცილებლად გაყიდის ასეთ მოთამაშეებს იმ შემთხვევაში, თუ ხელსაყრელ შეთავაზებებს მიიღებს.

ამგვარად, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის დიდხელფასიანი ფეხბურთელები, რომელთაც "ვერდერიდან" წასვლა შეგვიძლია ვუწინასწარმეტყველოთ: ტიმ ვიზე, ტორსტენ ფრინგსი, სებასტიან ბოენიში, უგო ალმეიდა და პერ მერტეზაკერი. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი იქნება თავად მათი სურვილიც. სხვებზე ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით და რაც შეეხება მერტეზაკერს, მას არაერთხელ უთქვამს, რომ კლუბის შეცვლის სურვილი
აქვს და კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე ოცნებობს.

წასვლის სურვილი გერმანიის ნაკრების 26 წლის მცველს ზაფხულშიც ჰქონდა, მაგრამ მაშინ "ვერდერის" შეფობის თხოვნა გაითვალისწინა და "ვეზერშტადიონზე" დარჩა. მერტეზაკერი "ვერდერში" 2006 წელს "ჰანოვერიდან" გადავიდა. ბუნდესნაკრებში მის ანგარიშზე 73 მატჩი და ერთი გოლია. მერტეზაკერის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული