პოდოლსკიმ კიოლნი ვალებში ჩააგდო

AutoSharing Option
"კიოლნმა" ფინანსური დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი კლუბის შემოსავლები და ხარჯები. ცნობილი გახდა, რომ "თხების" ვალების საერთო რაოდენობა 24 მილიონ ევროს აჭარბებს. "კიოლნის" ვალები შარშან ზაფხულში გაიზარდა, როცა "ბაიერნიდან" 11 მილიონად ლუკაშ პოდოლსკი იყიდა. ამის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობა სადღეისო ფინანსურ მდგომარეობას საგანგაშოდ არ მიიჩნევს და ვალების დაფარვას უახლოეს პერიოდში იმედოვნებს.

ფინანსურზე უფრო სავალალო კი "კიოლნის" სატურნირო მდგომარეობაა. ბუნდესლიგაში პოდოლსკი და კომპანია ამ მომენტისთვის ბოლოსწინა ადილზე იმყოფებიან. თავად პოდოლსკიმ კი თერთმეტივე ბუნდესლიგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული